კატეგორია: სპორტი

გერმანიის უდიდესი სირცხვილი – ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გერმანიის უდიდესი სირცხვილი - ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გაიმართა ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები. პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი “მანჩესტერ სიტის” მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა […]

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ნაკრებს ესტონეთთან რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე […]

საქართველომ თბილისში სომხეთთან წააგო

საქართველომ თბილისში სომხეთთან წააგო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე სომხეთის ეროვნულ ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი სომხეთის სასარგებლოდ 1:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა დაკარგა ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლის შანსი. მატჩი “დინამო არენაზე” მაყურებლის გარეშე ჩატარდა.

“ეს ძალიან კარგი 5 წელი იყო” – ვაისმა საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა

ვაისი - "ნიკა მალის შეცდომამ 2 ქულა დაგვაკარგვინა"

ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრებს მისი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციამ “ტვიტერით” გაავრცელა. “ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ”, – განაცხადა ვაისმა. მან თამაშის გამო ბოდიში მოიხადა. […]

ხვიჩა კვარაცხელიას და ლევან შენგელიას კოვიდ 19 დაუდასტურდათ – ჩრდილოეთ მაკედონიასთან ისინი ვერ ითამაშებენ

ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა გალათასარაის უნდა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ფედერაციაში აცხადებენ, 10 ნოემბრის ტესტმა ორ ფეხბურთელზე – ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიაზე დადებითი პასუხი აჩვენა. ფეხბურთელები, პროტოკოლის შესაბამისად, იზოლაციაში იმყოფებიან და მომდევნო დღეებში, სამედიცინო ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. “საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა […]

საქართველოს ნაკრები ვარჯიშს განაგრძობს

საქართველოს ნაკრები ვარჯიშს განაგრძობს

უკვე 2 დღეა, საქართველოს ნაკრები მატჩისთვის ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიშობს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 29 ფეხბურთელია გამოძახებული. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩრდილოეთ მაკედონიის, სომხეთისა და ესტონეთის წინააღმდეგ: მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო) მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, […]

ვაისი – “კვარაცხელია დორტმუნდში სათამაშოდ 100%-ით მზადაა”

ვაისი - "კვარაცხელია დორტმუნდში სათამაშოდ 100%-ით მზადაა"

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას “დორტმუნდში” შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი. “კარგი ფეხბურთელები ყველაფრისთვის მზად არიან, ხვიჩა კი ძალიან კარგი ფეხბურთელია. თუ “დორტმუნდში” მისი ტრანსფერი განხორციელდა, ეს შესანიშნავი იქნება. მისთვის ეს ჩინებული იქნება. ჩემი აზრით, ხვიჩა იქ სათამაშოდ 100%-ით მზადაა. საქართველოში ასეთი ბევრი ფეხბურთელი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია, სად გააგრძელებს კარიერას, როგორ იმოქმედებენ მასზე […]

ბარტომეუ გადადგა

ბარტომეუ გადადგა

კი ამბობდა “ბარსელონას” პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ, რომ თანამდებობას არ დატოვებდა, მაგრამ იძულებული შეიქნა გადამდგარიყო, – იტყობინება კატალონიური “სპორტი”. გამოცემის მტკიცებით, უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების შემდეგ ბარტომეუსთან ერთად დირექტორთა საბჭოს მთელი შემადგენლობა გადადგა და კლუბის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნება.

ხვიჩა კვარაცხელიათი სევილია დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელიას ყიდვა გალათასარაის უნდა

საფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით “სევილია” დაინტერესდა. “ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. “რუბინში” ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება. მისით დაინტერესება “სევილიამ” გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. […]

რეალმა ბარსელონას სტუმრად მოუგო

რეალმა ბარსელონას სტუმრად მოუგო

ლა ლიგას მე-7 ტურში “რეალმა” სტუმრად “ბარსელონას” 3:1 მოუგო. როგორც იცით, “სამეფო გუნდის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მდგომარეობის გამოსასწორებლად 2 მატჩი ჰქონდა მიცემული და მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა. გოლი პენალტით სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონატზე “ბარსასთან” 31-ე მატჩი ჩაატარა, რითაც თავის გუნდში რაულისა და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა. ფატი ელ კლასიკოში გოლის გამტანი […]