რეალმა ბარსელონას სტუმრად მოუგო

რეალმა ბარსელონას სტუმრად მოუგოლა ლიგას მე-7 ტურში “რეალმა” სტუმრად “ბარსელონას” 3:1 მოუგო.

როგორც იცით, “სამეფო გუნდის” მწვრთნელ ზინედინ ზიდანს მდგომარეობის გამოსასწორებლად 2 მატჩი ჰქონდა მიცემული და მისი სავარაუდო შემცვლელების კანდიდატურებიც სახელდებოდა.

გოლი პენალტით სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და ჩემპიონატზე “ბარსასთან” 31-ე მატჩი ჩაატარა, რითაც თავის გუნდში რაულისა და ჰენტოს რეკორდი გაიმეორა.

ფატი ელ კლასიკოში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია – მან 1995 წელს რაულის მიერ დამყარებული რეკორდი დაამხო.

13 ქულით გალიდერებული “რეალი” 31 ოქტომბერს “უესკას” უმასპინძლებს, იქამდე კი ჩემპიონთა ლიგაზე 28
ოქტომბერს სტუმრად “გლადბახს” შეხვდება. “ბარსელონა” 7 ქულით მეათე ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული) და 29 ოქტომბერს მძიმე გასვლა ელის ჩემპიონთა ლიგაზე “იუვენტუსთან”, ხოლო 1-ელ ნოემბერს სტუმრად “ალავესს” დაუპირისპირდება.

სპორტალი