გერმანიის უდიდესი სირცხვილი – ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გერმანიის უდიდესი სირცხვილი - ესპანეთმა მას 6:0 მოუგო

გაიმართა ერთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები.

პორტუგალიამ სტუმრად დამატებით დროში გატანილი გოლით 3:2 მოუგო ხორვატიას. დუბლი “მანჩესტერ სიტის” მცველმა რუბენ დიასმა შეასრულა. ასევე დუბლი მიითვალა ხორვატთა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა. პორტუგალიელთა შემტევმა ჟოაო ფელიქსმა ყველა ტურნირზე უკანასკნელ 7 შეხვედრაში 8-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

საფრანგეთმა სახლში 4:2 სძლია შვედეთს. დუბლი ოლივიე ჟირუმ მიითვალა. შვედეთმა 6-დან 5 შეხვედრა წააგო და B დივიზიონში გავარდა.

ესპანეთმა საკუთარ მოედანზე 6:0 გაანადგურა გერმანია და ნახევარფინალში გავიდა. ჰეთ-თრიკი “მანჩესტერ სიტის” 20 წლის თავდამსხმელმა ფერან ტორესმა შეასრულა. ეს კარიერაში მისი პირველი ჰეთ-თრიკია. მასპინძელთა მცველმა სერხიო
რამოსმა 43-ე წუთზე ბარძაყის ტრავმა მიიღო და შეცვალეს. გერმანიამ ოფიციალურ მატჩებში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი განიცადა, “ფურია როხამ” კი ბოლო 7 საშინაო მატჩი საერთო ანგარიშით 30:0 მოიგო.

სპორტალი