ხვიჩა კვარაცხელიათი სევილია დაინტერესდა

ხვიჩა კვარაცხელიათი სევილია დაინტერესდასაფეხბურთო აგენტმა თემურ ლეფსაიამ გაამხილა, რომ საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით “სევილია” დაინტერესდა.

“ხვიჩა საქართველოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია. ვფიქრობ, რუსეთშიც. “რუბინში” ვიყავი და ვიკითხე, თუ როგორ ვარჯიშობს. საიდუმლო არ არის, რომ ბევრ სამხრეთელს არ უყვარს ვარჯიშებზე მუშაობა. მოკლედ, ეს კვარაცხელიაზე არ ვრცელდება.

მისით დაინტერესება “სევილიამ” გამოამჟღავნა. მე, ჩემი მხრივ, მას კარგი დახასიათება მივეცი. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, თუმცა მგონია, თუ საქართველო დიდ ტურნირზე გავა, ზაფხულში “რუბინი” მას სარფიანად გაყიდის”, – განაცხადა ლეფსაიამ “მატჩ პრემიერის” პროგრამა “ინსაიდერში”.

სპორტალი