კატეგორია: სპორტი

ზიდანმა რეალში 9 ფინალი მოიგო

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

ზინედზინედინ ზიდანმა რეალში მუშაობის პერიოდში უკვე 9 ფინალი მოიგო და არცერთი ფინალი არ წაუგია. ასეთი შედეგი არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია რეალში. მადრიდელებმა 12 იანვარს ესპანეთის სუპერთასი მოიგეს, როდესაც ფინალში ატლეტიკო დაამარცხეს. ზიდანმა ამ მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო: ”ატლეტიკომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მათ კინაღამ მოგვიგეს, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ ეს გამარჯვება […]

ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ორშაბათს გადააყენონ

ნიკო კოვაჩი: ”ლივერპულთან ფრე კარგი შედეგია”

ბარსელონას მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე შესაძლოა ორშაბათს თანამდებობიდან გადააყენონ. სწორედ ამ დღეს ბარსელონას დირექტორთა საბჭო სპეციალურ შეხვედრას გამართავს, სადაც მთავარი თემა სწორედ ვალვერდეს მომავალი იქნება. ბოლო პერიოდში ბარსელონა არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება და ბევრი გულშემატკივარი ვალვერდეს წასვლას ითხოვს. მისი განთავისუფლების შემთხვევაში ბარსელონას შესაძლოა ხავი ერნანდესი ჩაუდგეს სათავეში, თუმცა ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორის დონეზეა.

ჰარი კეინი 3 თვე ვერ ითამაშებს

ჰარი კეინი ერთ თვეს გამოტოვებს

ტოტენჰემის ფორვარდმა და მთავარმა ლიდერმა ჰარი კეინმა ბარძაყის საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მას შესაძლოა ოპერაციაც დასჭირდეს. კეინს ეს ტრავმა ადრე უკვე აწუხებდა და ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად არის. წინასწარი პროგნოზით კეინი 3 თვეს გამოტოვებს და მოედანზე მხოლოდ აპრილის შუა რიცხვებში დაბრუნდება. კეინის ტრავმა ტოტენჰემისთვის სერიოზული პრობლემა იქნება, რადგან მის გარეშე გუნდს უჭირს გოლების […]

კილიან მბაპემ თავის მომავალზე ისაუბრა

რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებს

პსჟ-ს ვარსკვლავმა კილიან მბაპემ თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა რომ ჯერჯერობით ის პსჟ-ს ფეხბურთელია და მხოლოდ ამ გუნდზე ფიქრობს. მბაპეს აზრით ზაფხულამდე ტრანსფერებზე ფიქრი მიზანშეწონილი არ არის, რადგან ეს ფეხბურთზე კონცენტრირებაში ხელს უშლის: ”მომავალზე ამ წუთას არ ვფიქრობ, რადდგან წინ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც უნდა დავამტკიცოთ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეგვიძლია და წინა წლების […]

სტივენ ჯერარდი: ”ვწუხვარ რომ კლოპთან მუშაობა არ მომიწია”

სტივენ ჯერარდი ლივერპულის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა

ლივერპულის ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა იურგენ კლოპზე ისაუბრა და თქვა რომ ის ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მწვრთნელია. ჯერარდის აზრით კლოპმა გუნდთან ერთად უკვე ძალიან ბევრს მიაღწია: ”სამწუხაროა რომ როდესაც კლოპი მოვიდა, უკვე გუნდში აღარ ვიყავი, მაგრამ ლივერპულის ყურება ძალიან მსიამოვნებს, როდესაც გუნდის ასეთ პროგრესს ვხედავ. მინდა რომ ლივერპულმა პრემიერ ლიგა მოიგოს და ეს შვებას […]

სადიო მანე აფრიკის წლის ფეხბურთელი გახდა

სადიო მანე აფრიკის წლის ფეხბურთელი გახდა

ლივერპულის ფორვარდი სადიო მანე აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მას ჯილდო შარშანდელმა გამარჯვებულმა მოჰამედ სალაჰმა გადასცა. მეორე ადგილზე კი მანჩესტერ სიტის შემტევი ნახევარმცველი რიად მარეზი გავიდა. მანემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს ვინც მას გვერდში ედგა და თქვა რომ ის ამ ჯილდოთი ამაყობს. მანემ არც თავისი თანაგუნდელები დაივიწყა და თქვა რომ მათ გარეშე ის ვერასოდეს […]

ნეიმარი: ”მიხარია რომ 2019 წელი დამთავრდა”

ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”

პსჟ-ს ფორვარდმა ნეიმარმა გასულ 2019 წელზე ისაუბრა და თქვა რომ მას უხარია ამ წლის დასრულება, რადგან ამ წელიწადში მას ბევრი უსიამოვნება ჰქონდა. ნეიმარი იმოდევნებს რომ 2020 უფრო ხალისიანი იქნება: ”უნდა ვაღიარო რომ 2019 წელს უსიამოვნებები მქონდა, რაც ძირითადად ტრავმებით იყო გამოწვეული. გარდა ამისა იყო ცრუ ბრალდებები და გუნდში პრობლემები, ამიტომ მინდა რომ ეს ყველაფერი უკან […]

მალმოში იბრაჰიმოვიჩის ძეგლი დაარბიეს

იბრაჰიმოვიჩი: ”მილანს ძველ დიდებას დავუბრუნებ”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ძეგლს მალმოში თავს დაესხნენ და საგრძნობლად დაამახინჯეს. აღსანიშნავია რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ზლატანის ძეგლზე თავდასხმა ხორციელდება, ამის მიზეზი კი ის არის რომ იბრამ მალმიოს კონკურენტი გუნდის აქციები იყიდა, რაც მას გულშემატკივრებმა არ აპატიეს, თუმცა ეს მხოლოდ ფანების რაღაც ნაწილს ეხება, სხვებს კი ზლატანი კვლავინდებურად უყვართ. იბრაჰიმოვიჩი ამჟამად მილანში იმყოფება და […]

რობერტ ლევანდოვსკი: ”კლოპთან მუშაობა დაუვიწყარი იყო”

რობერტ ლევანდოვსკი: ”ბაიერნში თავს მარტოსულად ვგრძნობდი”

ბაიერნის ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დორტმუნდის ბორუსიაში თამაშობდა და მისი მწვრთნელი იურგენ კლოპი იყო. ლევანდოვსკის თქმით კლოპთან ერთად მუშაობა დაუვიწყარი იყო და მას საოცარი ქარიზმა აქვს: ”კლოპმა ყოველთვის იცოდა თუ რა საჭირო სიტყვები უნდა ეთქვა ფეხბურთელებისთვის და მან ბორუსიაში ბევრს მიაღწია. მასთან ერთად მუშაობა არასოდეს დამავიწყდება და კლოპს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ”. იურგენ […]

გარი ლინეკერი: ”ჰენდერსონი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია”

გარი ლინეკერი: ”ჰენდერსონი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია”

ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ გარი ლინეკერმა, რომელიც ამჟამად ტელევიზიაში საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, განაცხადა რომ ჯორდან ჰენდერსონი დაუფასებელი ფეხბურთელია და მას ისე არ აფასებენ, როგორც ის ამას იმსახურებს. ლინეკერმა ეს სიტყვები ლივერპულის შეფილდთან გამარჯვების შემდეგ თქვა: ”ვუყურებ ჰენდერსონის თამაშს და ვფიქრობ რომ ის არ იღებს იმდენ ქებას, რასაც იმსახურებს. საერთოდ არ მესმის მის მიმართ კრიტიკა. დღევანდელ ლივერპულში […]