ზიდანმა რეალში 9 ფინალი მოიგო

ზინედზიდანმა რეალში 9 ფინალი მოიგოზინედინ ზიდანმა რეალში მუშაობის პერიოდში უკვე 9 ფინალი მოიგო და არცერთი ფინალი არ წაუგია. ასეთი შედეგი არცერთ მწვრთნელს არ ჰქონია რეალში. მადრიდელებმა 12 იანვარს ესპანეთის სუპერთასი მოიგეს, როდესაც ფინალში ატლეტიკო დაამარცხეს. ზიდანმა ამ მატჩის შემდეგ თავისი ფეხბურთელები შეაქო:

”ატლეტიკომ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მათ კინაღამ მოგვიგეს, მაგრამ ჩემმა ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მათ ეს გამარჯვება დაიმსახურეს. ამ ტურნირის მოგება დადებით მუხტს მოგვცემს, რომლებიც შემდეგ შეხვედრებში დაგვეხმარება”.