· ტრიუმფი დრამატულ ფინალში – რატი ნანავა მსოფლიოს ჩემპიონია! · ქართველმა გეიმერმა eFootball-ის მუნდიალი მოიგო · ევროპაბეთმა ჩემპიონი პარტნიორობის ფარგლებში დაასაჩუქრა ისტორიული მიღწევა და ნამდვილი სენსაცია ქართულ კიბერსპორტში – რატი ნანავამ IESF-ის მსოფლიოს პირველობაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ჩემპიონი გახდა. ნანავა ფავორიტებში არ მოიაზრებოდა. მისგან ასეთ თამაშს და მით უმეტეს ჩემპიონობას ბევრი არ ელოდა. მუნდიალს 24 […]
კატეგორია: სპორტი
მოურინიომ განელ ფეხბურთელს 800 ევროიანი ფეხსაცმელი აჩუქა
“რომას” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ 18 წლის განელ ფეხბურთელ ფელიქს აფენა-გიანს პირობა შეუსრულა და 800 ევროს ღირებულების ფეხსაცმელი აჩუქა. ფელიქსმა “რომას” “ჯენოასთან” დუბლით 2:0 მოაგებინა და მატჩის შემდეგ ინტერვიუში მოურინიომ თქვა, რომ მატჩამდე განელს პირობა მისცა – თუ გოლს გაიტანდა ძვირადღირებულ ფეხსაცმელს აჩუქებდა. ჟოზემ სიტყვა შეასრულა, რადგან სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, როგორც გადასცემს საჩუქარს პორტუგალიელი […]
სულშერი მანჩესტერიდან გაუშვეს
“მანჩესტერ იუნაიტედიდან“ ოლე გუნარ სულშერი დაითხოვეს. აღნშნული გადაწყვეტილება კლუბის საბჭომ ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად მიიღო და მიზეზად არადამაკმაყოფილებელი შედეგი დაასახელა. ნორვეგიელ სპეციალისტს „უოტფორდთან“ (4:1) მარცხი არ აპატიეს. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა. შეგახსენებთ, რომ 48 წლის სულშერი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სათავეში 2018 წელს ჩაუდგა და 2020-2021 წლების სეზონში „წითელი ეშმაკები“ ევროპა ლიგის ფინალში გაიყვანა, ხოლო 1996-2007 წლებში […]
სერბეთის ნაკრებმა 1 მილიონ ევროზე უარი თქვა – “ამ ფულით ბავშვებს უმკურნალეთ”
სერბეთის საფეხბურთო ნაკრების 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით გახარებულმა სერბეთის პრეზიდენტმა, ნაკრების წევრებსს მილიონი ევრო საჩუქრის სახით გამოუყო, თუმცა ფეხბურთელებმა ღირსეული საქციელით მსოფლიო მედია აალაპარაკეს. მათ გადაწყვიტეს, რომ მიღებული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდეს. კერძოდ, მთლიანი ფული გადაირიცხება იმ ბავშვების სამკურნალოდ, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა დაავადებებს ებრძვიან. ამ ყველაფრის შემდეგ, ხსენებული ნაკრების მოთამაშეებმა, პატივისცემა და ქება მსოფლიოს სხვადასხვა […]
დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება
ბრაზილიელი დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება. ამის შესახებ ბარსელონას ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა რამდენიმე წუთის წიმ გამოაცხადა. დანი ალვეში ბარსელონაში რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის დროსაც გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო. 38 წლის დანი ალვეში თავისუფალი აგენტია, რამდენიმე კვირის წინ მან თავად განაცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დანიშვნის შემდეგ დანი ალვეშის სურვილი […]
“ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა” – რას წერს ესპანური პრესა
11 ნოემბერს, 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მე-8 ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთს 2:0 სძლია. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა. ჩვენმა ნაკრებმა სტუმრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა წაართვა და ჯგუფში პირველი ადგილი, ფაქტობრივად, “ფურია როხას” გადაულოცა. გთავაზობთ ესპანური AS-ის სტატიას: “ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი მას შემდეგ გახდა, რაც შვედებს ორი გოლი […]
ბეილი უელსის ნაკრებში მე-100 მატჩს ჩაატარებს
გარეთ ბეილი უელსის ეროვნული მაისურით მე-100 მატჩს ჩაატარებს. მადრიდის “რეალის” ფეხბურთელის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა განმარტა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარეთისთვის მისი ქვეყნის მაისურით თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ბეილს ტრავმა საკმაოდ ხშირად აწუხებს. ბარნეტმა ასევე მასსა და ბეილს შორის მომხდარი ისტორია გაიხსენა, სადაც ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის წარმომადგენელს დაემუქრა, თუ მის ნაცვლად ინგლისის ნაკრებში თამაშს დათანხმდებოდა: […]
ბერიძემ უნგრეთში გოლი გაიტანა
შაბათს, 6 ნოემბერს, საზღვარგარეთ ქართველი შემტევების გოლები ვიხილეთ – გიორგი ბერიძემ უნგრეთში გაიტანა, დავით ვოლკოვმა კი აზერბაიჯანში სულაც ჰეთ-თრიკი შეასრულა. უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში აუტსაიდერი “უიპეშტი” ლიდერ “პუშკაშ აკადემიასთან” 1:2 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი შეხვედრის 98-ე წუთზე გავიდა – გიორგი ბერიძემ თერთმეტმეტრიანით გაიტანა. 24 წლის შემტევი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, თასზე დუბლი შეასრულა, ჩემპიონატში […]
ხავი ბარსელონას მთავარ მწვრთნელად დაინიშნა – მისი პრეზენტაცია 8 ნოემბერს კამპ ნოუზე მოხდება
ბარსელონამ ხავი ერნანდესთან შეთანხმებას მიაღწია და ის გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნა. ხელშეკრულებაში ნათქვამია, რომ ხავი ბარსელონას ამ სეზონში და მომდევნო 2 სეზონში უხელმძღვანელებს. ხავი ტოვებს ყატარის კლუბ ალ სადს, რომლის ხელმძღვანელებთანაც ბარსელონამ მოლაპარაკება წარმატებით დაასრულა. უახლოეს მომავალში ხავი ბარსელონაში ჩაფრინდება, 8 ნოემბერს კი მისი პრეზენტაცია შედგება. ეს კამპ ნოუზე მოხდება, სადაც დასწრება თავისუფალი იქნება. პრეზენტაციის […]
მესი მადრიდის კლინიკაში მკურნალობს
“პარი სენ ჟერმენის” შემტევი ლიონელ მესი მადრიდში ჩაფრინდა, რათა დიდი ხნის დაგეგმილი მკურნალობა ჩაიტაროს. არგენტინელმა ფეხბურთელმა მარცხენა ბარძაყზე 2 თერაპია ჩაიტარა. შეგახსენებთ, “ალბისელესტეს” კაპიტანს ვენესუელასთან (2 სექტემბერს) გამართული შეხვედრის შემდეგ აწუხებს. წყაროს ცნობით კი, ლეოს მუხლთან დაკავშირებით პრობლემა აღარ აქვს. გასულ კვირას, “ლილთან” შეხვედრაში, სადაც პსჟ-მა 2:1 იმარჯვა, მესი შესვენებაზე შეცვალეს. როგორც ჩანს, მიზეზი ძველი […]