“ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა” – რას წერს ესპანური პრესა

"ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა" - რას წერს ესპანური პრესა11 ნოემბერს, 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო, მე-8 ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბათუმში შვედეთს 2:0 სძლია. ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზეა.

ჩვენმა ნაკრებმა სტუმრებს მნიშვნელოვანი 3 ქულა წაართვა და ჯგუფში პირველი ადგილი, ფაქტობრივად, “ფურია როხას” გადაულოცა.

გთავაზობთ ესპანური AS-ის სტატიას:

“ხვიჩა კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი მას შემდეგ გახდა, რაც შვედებს ორი გოლი გაუტანა და ესპანეთს პირველი ადგილის დაკავების შანსი გაუზარდა. ალბათ, ასეთმა სცენარმა ქართველის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაზარდა,
ზედიზედ ორგზის რუსეთის საუკეთესო ფეხბურთელი კვარაცხელია ოცნებობს, რომ კარიერა მიუნხენის “ბაიერნში” ან მადრიდის “რეალში” მოიწყოს. ამ ინფორმაციას მისი აგენტი მამუკა ჯუღელიც ადასტურებს.

“ბლანკოსი” შემთხვევითი არჩევანი ნამდვილად არ არის, მისი სტილი “სამეფო გუნდისას” ნამდვილად შეეფერება. რაც შეეხება სატრანსფერო ღირებულებას, Transfermarkt-ის ცნობით, “კვარას” ფასი 18 მილიონ ევროს შეადგენს, მასზე ძვირი კი “ზენიტის” ორი ფეხბურთელი, აზმუნი და მალკომია.

ქართველმა გოლი ჩვენს ნაკრებსაც გაუტანა, სადაც ესპანელებმა 2:1 იმარჯვეს, თუმა ქართველმა იმ თამაშშიც მოედანზე სასწაულები ჩაიდინა. ფაქტი ერთია, მას დიდი პოტენციალი აქვს. რაც მთავარია, ის ფეხბურთით ცხოვრობს, იძინებს და დგება ბურთთან ერთად” – წერს ესპანური მედია.

სპორტალი