დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება

დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდებაბრაზილიელი დანი ალვეში ბარსელონაში ბრუნდება.

ამის შესახებ ბარსელონას ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა რამდენიმე წუთის წიმ გამოაცხადა.

დანი ალვეში ბარსელონაში რამდენიმე წლის განმავლობაში თამაშობდა, რომლის დროსაც გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო.

38 წლის დანი ალვეში თავისუფალი აგენტია, რამდენიმე კვირის წინ მან თავად განაცხადა, რომ ბარსელონაში დაბრუნების სურვილი ჰქონდა.

გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩავი ერნანდესის დანიშვნის შემდეგ დანი ალვეშის სურვილი რეალობად იქცა.