მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა რომ მან სხვა გუნდი უნდა მოძებნოს. ზიდანის თქმით ბეილი მის გეგმებში არ შედის და ამას თავისი მიზეზები აქვს: ”ბეილი ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ მომავალ სეზონში აქცენტს სხვა მოთამაშეებზე გავაკეთებ. შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ბეილი ჩემს გეგმებში არ შედის და მას ვურჩევ სხვა გუნდი მოძებნოს”. აღსანიშნავია […]
კატეგორია: სპორტი
მესი მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი
ბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. წლევანდელ სეზონში მან 36 გოლი გაიტანა. ექვსჯერ საუკეთესო ბომბარდირობა ადრე მხოლოდ ტელმო სარამ და უგო სანჩესმა შეძლეს და მესის აქვს შანსი მათი რეკორდი დაამხოს, თუ ის კიდევ ერთხელ შეძლებს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოგებას. მესიმ ბოლო ტურში ეიბარის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, თუმცა ბარსელონამ მოგება ვერ შეძლო. […]
მატჩის დასრულების შემდეგ სუსმა ვიტ-ჯორჯიას 4 ფეხბურთელი დააკავა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ბათუმი დინამოსა და ვიტ-ჯორჯიას მატჩის დასრულების შემდეგ, ანგისის ბაზაზე, სამართალდამცველები გამოჩდნენ. პოლიციელებმა ანგისის ბაზის გასახდელის შესავლელი ჩაკეტეს იმ მხარეს, სადაც ვიტ-ჯორჯიას ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. მაუწყებლის ინფორმაციით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ვიტ-ჯორჯიას 4 ფეხბურთელი დააკავა, სამართალდამცავი უწყება მათ სავარაუდოდ მატჩების გაყიდვას ედავება. უწყება დეტალურ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
მასიმილიანო ალეგრი იუვენტუსიდან მიდის
იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი მომავალ სეზონში გუნდს აღარ უხელმძღვანელებს. ეს ინფორმაცია თვითონ იუვენტუსშიც დაადასტურეს, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ მიიღო ტურინული გუნდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება. ასევე არ არის ცნობილი თუ ვინ იქნება იუვენტუსის ახალი მწვრთნელი და ამ პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ალეგრის სავარაუდოდ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა არ აპატიეს. იუვენტუსმა მეოთხედფინალში აიაქსთან წააგო.
კასილიასმა შესაძლოა კარიერა არ დაასრულოს
ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილიასმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა ჯერ არ დაასრულოს. კასილიასმა რამდენიმე კვირის წინ მცირე ინფაქტი გადაიტანა, მაგრამ მისი თქმით ის ახლა სრულიად ჯანმრთელია და შესაძლოა კიდევ შეძლოს მოედანზე გამოსვლა. კასილიასის თქმით, მას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია: ”ექიმთან ვიყავი, რომელმაც მითხრა რომ ჯანმრთელიო ვარ, ამიტომ კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. ეს დღე აუცილებლად დადგება, მაგრამ […]
პსჟ-მ ბუფონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
პსჟ-ს სურს რომ ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთი სეზონით დარჩეს ამ გუნდში და იტალიელ მეკარეს მათ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ბუფონის თქმით მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გააგრძელებს თუ არა ის კარიერას: ”ძალიან მიხარია რომ პსჟ-მ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და ეს ჩემთვის დიდი პატივია. უახლოეს დღეებში დაველაპარაკები გუნდის ხელმძღვანელობას და ჩემს მომავალს განვიხილავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ […]
გიორგი ქვილითაია გენტიდან წასვლას არ გამორიცხავს
საქართველოს ნაკრების და გენტის ფორვარდი გიორგი ქვილითაია გენტიდან წასვლას არ გამორიცხავს, თუ მას უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდება. ქვილითაიას თქმით ის გენტში ბედნიერია, მაგრამ ცვლილებები ყოველთვის საჭიროა: ”წინა წელი ჩემთვის რთული იყო, რადგან ტრავმის გამო ბევრი დრი გამიცდა და ოპტიმალური ფორმა ვერ აღვიდგინე. გენტში ბედნიერი ვარ, მაგრამ თუ უკეთესი ვარიანტი გამოჩნდა წასვლას არ გამოვრიცხავ. ამჟამად მხოლოდ სეზონის […]
ქუთაისის ტორპედო – ”მომდევნო მატჩამდე შეიძლება დავიშალოთ”
საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, ქუთაისის “ტორპედო” კატასტროფულ ფინანსურ მდგომარეობაშია. ეროვნული ლიგის მე-13 ტურში “საბურთალოსთან” დამარცხების (2:3) შემდეგ “ტორპედოს” მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა დაადასტურა, რომ გუნდი სავალალო მდგომარეობაშია. “პრობლემების ფონზე გამოჩნდა, ხასიათი ვერ იყო საბრძოლო. ჩვენს ბიჭებს ყველას მადლობას ვუხდი, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე გუნდისთვის გააკეთეს. რა ვიცი… ძალიან მიჭირს ამაზე საუბარი, მაგრამ ვართ იმის წინაშე, […]
იურგენ კლოპი: ”ფინალისთვის უკვე ვემზადებით”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ლივერპული დასვენებას არ აპირებს და ისინი უკვე ემზადებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 1 ივნისს გაიმართება. კლოპის თქმით აუცილებელია, რომ ლივერპულმა ფიზიკური კონდიციები არ დაკარგოს: ”მესმის რომ ამდენი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები დაღლილები არიან, მაგრამ თუ ტიტულის მოგება გვინდა, მაშინ ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელიც აუცილებლად უნდა […]
კოუტინიოში 115 მილიონის გადახდა არავის უნდა
ბარსელონა ცდილობს ბრაზილიელი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო სარფიანად გაყიდოს, მაგრამ ჯერჯერობით კოუტინიოს მსურველები არ ჰყავს. უფრო სწორედ 115 მილიონის გადახდა არავის უნდა, ბარსელონა კი სწორედ ამ თანხას ითხოვს. ფასის დაკლებას კატალონიელები არ აპირებენ, ამიტომ შესაძლოა კოუტინიო ბარსელონაში დარჩეს. ბარსელონას ხელმძღვანელობა კოუტინიოს თამაშით უკმაყოფილოა და მისი გაყიდვაზე საუბრები ლივერპულთან წაგების შემდეგ დაიწყო.










