პსჟ-მ ბუფონს ახალი კონტრაქტი შესთავაზა

პსჟ-მ  ბუფონს ახალი კონტრაქტი შესთავაზაპსჟ-ს სურს რომ ჯანლუიჯი ბუფონი კიდევ ერთი სეზონით დარჩეს ამ გუნდში და იტალიელ მეკარეს მათ ახალი ერთწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. ბუფონის თქმით მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გააგრძელებს თუ არა ის კარიერას:

”ძალიან მიხარია რომ პსჟ-მ ახალი კონტრაქტი შემომთავაზა და ეს ჩემთვის დიდი პატივია. უახლოეს დღეებში დაველაპარაკები გუნდის ხელმძღვანელობას და ჩემს მომავალს განვიხილავთ. ჯერ გადაწყვეტილება არ მიმიღია”. ბუფონი პსჟ-ში შარშან გადავიდა და ის გუნდის ძირითად მეკარედ ითვლება.