მესი მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი

მესი მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიბარსელონას სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი მეექვსედ გახდა ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. წლევანდელ სეზონში მან 36 გოლი გაიტანა.

ექვსჯერ საუკეთესო ბომბარდირობა ადრე მხოლოდ ტელმო სარამ და უგო სანჩესმა შეძლეს და მესის აქვს შანსი მათი რეკორდი დაამხოს, თუ ის კიდევ ერთხელ შეძლებს საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოგებას.

მესიმ ბოლო ტურში ეიბარის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა, თუმცა ბარსელონამ მოგება ვერ შეძლო. მატჩი 2:2 დასრულდა.