იურგენ კლოპი: ”ფინალისთვის უკვე ვემზადებით”

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა რომ ლივერპული დასვენებას არ აპირებს და ისინი უკვე ემზადებიან ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 1 ივნისს გაიმართება. კლოპის თქმით აუცილებელია, რომ ლივერპულმა ფიზიკური კონდიციები არ დაკარგოს:

”მესმის რომ ამდენი თამაშის შემდეგ ფეხბურთელები დაღლილები არიან, მაგრამ თუ ტიტულის მოგება გვინდა, მაშინ ვარჯიში უნდა გავაგრძელოთ. წინ ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

...
akhalitaoba.ge © 2017-2019