კატეგორია: სპორტი

იკარდის ყიდვა იუვენტუსს სურს

მაურო იკარდის ინტერიდან წასვლა არ სურს

მაურო იკარდიმ ზაფხულში შესაძლოა მილანის ინტერი დატოვოს, რადგან მას გუნდის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ერთი პერიოდი იკარდი საერთოდ უარს ამბობდა თამაშზე. მიუხედავად იმისა, რომ მაურო მოედანზე დაბრუნდა, კონფლიქტი ჯერ ბოლომდე არ ამოწურულა. იკარდის ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის არის იუვენტუსიც რომელიც მზად არის ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსი […]

იკერ კასილასს ვარჯიშზე გულის შეტევა მოუვიდა – ის კლინიკაშია გადაყვანილი

იკერ კასილასს ვარჯიშზე გულის შეტევა მოუვიდა - ის კლინიკაშია გადაყვანილი

საფეხბურთო კლუბ პორტუს 37 წლის მეკარე იკერ კასილასი ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მას ვარჯიშის დროს გულის შეტევა დაემართა. ინფორმაციას Mirror-ი პორტუგალიის ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კასილასმა თავი ცუდად ვარჯიშის დასრულების შემდეგ იგრძნო, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პორტუს“ კარს იკერ კასილიასი 2015 წლიდან იცავს. მასთან ერთად კლუბს პორტუგალიის ჩემპიონატი და სუპერთასი აქვს […]

ნეიმარმა 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო

ნეიმარი: ”მსაჯებს ფეხბურთის არაფერი გაეგებათ. პენალტი არ იყო”

  პსჟ-ს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა რენთან მარცხის შემდეგ ამ გუნდის გულშემატკივარს თავში ხელი წამოარტყა და პოლიცია რომ არ ჩარეულიყო, მასთან ჩხუბსაც დაიწყებდა. ეს ინციდენტი საფრანგეთის საფეხბურთო ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და ნეიმარს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ნეიმარს ჩემპიონთა ლიგაშიც აქვს დისკვალიფიკაცია მიღებული, ამიტომ მომავალი სეზონის დასაწყისს ის გამოტოვებს.

ბეილი ზიდანმა სახალხოდ გააკრიტიკა

ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს

სავარაუდოდ უელსელ ვინგერს გარეტ ბეილს რეალში აღარ დაედგომება და ზაფხულში ის გუნდს დატოვებს. ბეილს აქამდეც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ბოლო პერიოდში ის მოედანზე სულ უფრო და უფრო უარესად თამაშობს და ის უკვე ზიდანმა ხმამაღლა გააკრიტიკა. ზიდანის თქმით ბეილმა უკეთ იცის თუ რატომ არ გამოსდის მას კარგი თამაში მოედანზე და რატომ ვერ უგებს ის თანაგუნდელებს. ამ განცხადების […]

პიკე – “ვინ თქვა, რომ ორშაბათი ცუდი დღეა?” – ვიდეო

პიკე - "ვინ თქვა, რომ ორშაბათი ცუდი დღეა?" - ვიდეო

27 აპრილს ლევანტეს დამარცხების შემდეგ ბარსელონა ლა ლიგის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა. ჯერარ პიკემ გუშინ მატჩის შემდეგი ზეიმის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა ტვიტერში ასეთი წარწერით – “ვინ თქვა, რომ ორშაბათი ცუდი დღეა?” 😂 Who said Mondays are bad? 🤔 Enjoy this from @3gerardpique pic.twitter.com/MezY5Cbt0s — FC Barcelona (@FCBarcelona) April 29, 2019

ვან დეიკი ინგლისში წლის ფეხბურთელად დაასახელეს

ვან დეიკი: ”ევერტონთან გამარჯვებას ვიმსახურებდით”

ლივერპულის ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 2018/19 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ვან დეიკმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შარშან ეს პრიზი ასევე ლივერპულის ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ინგლისის წლის ფეხბურთელის წოდებას ლივერპულის მოთამაშეები იგებენ, გუნდი მაინც ვერ ახერხებს პრემიერლიგაში პირველი ადგილის […]

ზიდანი: ”რეალი ასე არ უნდა თამაშობდეს”

ზიდანმა რეალში რამდენიმე ტრანსფერი დაგეგმა

მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რაიო ვალეკანოსთან მარცხის შემდეგ განაცხადა რომ რეალი ასეთი თამაშით შორს ვერ წავა და მომავალ სეზონში რამე უნდა შეიცვალოს: ”ასეთი თამაში რეალს არ შეეფერება, თუმცა ჩემი ფეხბურთელები უკვე მომავალ სეზონზე ფიქრობენ, ამიტომ ეს ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია, თუმცა მაინც უკეთეს თამაშს უნდა ვაჩვენებდეთ. რეალში დაბრუნებას არ ვნანობ და რთულ პერიოდს […]

ნეიმარმა რენის ქომაგს თავში წაუთაქა – ვიდეო

ნეიმარმა რენის ქომაგს თავში წაუთაქა - ვიდეო

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმ ნეიმარმა  გულშემატკივარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 27 წლის ნეიმარის გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ახალგაზრდა კაცი თავისი ტელეფონით ფეხბურთელის გადაღებას ცდილობდა. ეს ამბავი საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ მოხდა, რომელიც პსჟ-სა და რენს შორის გაიმართა. ამ შეხვედრაში ნეიმარმა პარიზელთა მეორე გოლი გაიტანა, რის შემდეგ პარიზული გრანდი 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ დიდი […]

ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებს

ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებს

მანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო ამ სეზონში სავარაუდოდ თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება. ფერნანდინიომ ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და ის 51-ე წუთზე შეცვალეს. როგორც სიტის ექიმები ვარაუდობენ ფერნანდინიო ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას და მზად მაისის ბოლოს იქნება, როდესაც სეზონი უკვე დასრულდება. ფერნანდინიოს დაკარგვა მანჩესტერელებისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია, რადგან ის სიტის ძირითადი შემადგენლობის […]

ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

ემილიანო სალას მამა გარდაიცვალა

ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ემილიანო სალას ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. ემილიანოს მამა, ჰორაციო სალა გულის შეტევით გარდაიცვალა. შვილის დაღუპვის შემდეგ ჰორაციოს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და როგორც ჩანს მისმა გულმა დარდს ვერ გაუძლო. შეგახსენებთ რომ ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში მიფრინავდა, როდესაც მისი თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და სალას ცხედარი 2 კვირის შემდეგ აღმოაჩინეს.