ვან დეიკი ინგლისში წლის ფეხბურთელად დაასახელეს

ვან დეიკი ინგლისში წლის ფეხბურთელად დაასახელესლივერპულის ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ 2018/19 სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ვან დეიკმა ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა დააგროვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შარშან ეს პრიზი ასევე ლივერპულის ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ინგლისის წლის ფეხბურთელის წოდებას ლივერპულის მოთამაშეები იგებენ, გუნდი მაინც ვერ ახერხებს პრემიერლიგაში პირველი ადგილის დაკავებას და ამჟამადაც მეორე პოზიციაზეა.