ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებს

ფერნანდინიო ამ სეზონში აღარ ითამაშებსმანჩესტერ სიტის ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო ამ სეზონში სავარაუდოდ თავის გუნდს ვეღარ დაეხმარება. ფერნანდინიომ ტრავმა მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ შეხვედრაში მიიღო და ის 51-ე წუთზე შეცვალეს.

როგორც სიტის ექიმები ვარაუდობენ ფერნანდინიო ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას და მზად მაისის ბოლოს იქნება, როდესაც სეზონი უკვე დასრულდება. ფერნანდინიოს დაკარგვა მანჩესტერელებისთვის საკმაოდ დიდი დანაკლისია, რადგან ის სიტის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია.