იკარდის ყიდვა იუვენტუსს სურს

იკარდის ყიდვა იუვენტუსს სურსმაურო იკარდიმ ზაფხულში შესაძლოა მილანის ინტერი დატოვოს, რადგან მას გუნდის ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. ერთი პერიოდი იკარდი საერთოდ უარს ამბობდა თამაშზე. მიუხედავად იმისა, რომ მაურო მოედანზე დაბრუნდა, კონფლიქტი ჯერ ბოლომდე არ ამოწურულა.

იკარდის ყიდვა საკმაოდ ბევრ გუნდს სურს, მათ შორის არის იუვენტუსიც რომელიც მზად არის ამ ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. ასევე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იუვენტუსი იკარდის იმაზე მაღალ ხელფასს ჰპირდება, ვიდრე მას ინტერში აქვს.