კონფერენს ლიგის მეოთხე ტურში “გენტი” საკუთარ მოედანზე “პარტიზანს” დაუზავდა (1:1), რომელსაც ბელგრადში ორი კვირის წინ 1:0 მოუგო. გიორგი ჩაკვეტაძე 72-ე წუთზე ტისუდალისთან ერთად შევიდა შეცვლაზე, როდესაც ბელგიური გუნდი 0:1-ს აგებდა. მე-80 წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტად ჩააწოდა კარის წინ ტისუდალის ბურთი და მან ანგარიში გაათანაბრა. შეგახსენებთ, გიორგიმ ბელგიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩი “უნიონთან” (0:2) მცირე […]
კატეგორია: სპორტი
ნადალი 97 წლის სტანისლავსკის ეთამაშა – ვიდეო
ესპანელმა რაფაელ ნადალმა 97 წლის უკრაინელ ჩოგბურთელთან, ლეონიდ სტანისლავსკისთან ითამაშა… ლეონიდი ოფიციალურად გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც უხუცესი სპორტსმენი… სტანისლავსკი მსოფლიოს ყოფილ 1-ელ ჩოგანს, რაფაელ ნადალს ესპანეთი, მალიორკას კუნძულზე დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რაფაელი 20 გზის დიდი სლემის გამარჯვებულია, ზუსტად ამდენივე ტიტული აქვთ სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და შვეიცარიელ როჯერ ფედერერს. სპორტალი
სუარესი – “სიმეონე ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია”
მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, მისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შესახებ გაუზიარა აზრი ჟურნალისტებს. „მწვრთნელს დიდი როლი ენიჭება ფეხბურთელის თავდაჯერებულობის გაძლიერებაში. როცა ხედავს, რომ ვარჯიშზე ან თამაშის დროს თავდაჯერებულობა გაკლიათ, მოდის და გარწმუნებთ, რომ შეგიძლიათ ძალიან წარმატებული იყოთ, თავადაც ფეხბურთელი გახლდათ და კარგად ესმის, რა სჭირდება მოთამაშეს. ამიტომაც, ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია.“ – […]
მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონი – responsible.ge-ს ახალი პროექტი
ყველაფერი პროექტის “პასუხისმგებლობიანი თამაში” შესახებ – responsible.ge „მენტალ ჰაბის“ მორიგი პროექტი მენტალური ჯანმრთელობის ერთთვიანი მარათონია. მსგავსი მასშტაბის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა და ის ზუსტად პასუხობს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებს გაზრდილი სტრესული გარემოს პირობებში. მარათონის მთავარი მიზანი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, ურთიერთმხარდაჭერა, სანდო სამეცნიერო ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება, ასევე სტიგმასა და სტერეოტიპებთან ბრძოლაა. რაკი მსგავს […]
ფრანგული როდეზის მცველ ამირან სანაიას სიმსივნე აღმოაჩნდა
ფრანგული “როდეზის” 32 წლის ცენტრალურ მცველ ამირან სანაიას სიმსივნე აღმოაჩნდა, – ამის შესახებ განცხადება შაბათს კლუბის პრეზიდენტმა პიერ ოლივიე მიურამ გააკეთა: “ჩვენ ამის შესახებ ამ კვირაში გავიგეთ. პირველი გამოკვლევები ჩაუტარდა, შემდეგ კვირაში კი მორიგ გამოკვლევას ტულუზაში გაივლის. კლუბი ყველაფერ აუცილებელით დაეხმარება. ის უფრო ძლიერი დაბრუნდება”, – ციტირებს მიურას ouest-france. პრეზიდენტმა სანაიას მდგომარეობა არ დააკონკრეტა, მხოლოდ […]
ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს
“ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა იწყება – გუნდს მალე მისი ლეგენდა ხავი ჩაიბარებს. კატალონიური “სპორტის” ცნობით, ხავის “ბარსას” მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია, ეს ამბავი ნაღდია და წყალი არ გაუვა. 41 წლის ხავი დღეს “ალ სადის” ხელმძღვანელობას შეხვდა და წასვლაზე მოელაპარაკა. კატარულმა კლუბმა მას დარჩენილი ორი მატჩის ჩატარება სთხოვა, ასე რომ, ოფიციალური განცხადება 4 ნოემბრამდე არ გაკეთდება. ხავიმ […]
სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა
ბარსელონამ კუმანი მოხსნა
ბარსელონამ გუნდის მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ბარსელონას პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტმა კუმანს ამიშ შესახებ რაიო ვალეკანოსთან 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ აცნობა. კუმანი გუნდს დღეს, 28 ოქტომბერს, გამოეთხოვება. “ბარსელონა კუმანს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს” – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
მამუკელაშვილი ბითაძის წინააღმდეგ – მილუოკიმ ინდიანაში მოიგო
დღეს, 26 ოქტომბერს, “ინდიანა პეისერსმა” “მილუოკი ბაქსს” უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 119:109 დასრულდა. მასპინძელთა რიგებიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 18 წუთი გაატარა და თავი 7 ქულით, 9 მოხსნით (7 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა. საუკეთესო მექულე მალკომ ბროგდონი გახდა, რომელმაც 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. “ბაქსის” შემადგენლობიდან სანდრო […]