ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს

ხავი 1 კვირაში ბარსელონას ჩაიბარებს“ბარსელონას” ისტორიაში ახალი ერა იწყება – გუნდს მალე მისი ლეგენდა ხავი ჩაიბარებს.

კატალონიური “სპორტის” ცნობით, ხავის “ბარსას” მწვრთნელად დანიშვნა გადაწყვეტილია, ეს ამბავი ნაღდია და წყალი არ გაუვა.

41 წლის ხავი დღეს “ალ სადის” ხელმძღვანელობას შეხვდა და წასვლაზე მოელაპარაკა. კატარულმა კლუბმა მას დარჩენილი ორი მატჩის ჩატარება სთხოვა, ასე რომ, ოფიციალური განცხადება 4 ნოემბრამდე არ გაკეთდება.

ხავიმ “ალ სადთან” შეთანხმებას მიაღწია და “ბარსელონას” მისი კონტრაქტის გაწყვეტის გამო საკომპენსაციო თანხის (1 მილიონი ევრო) გადახდა არ მოუწევს.

დღეს ხავიმ თავისი გუნდის ფეხბურთელებს უთხრა, რომ სამუშაოდ “ბარსელონაში” გადადის.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის “ბარსას” 6 ნოემბერს “სელტასთან” მატჩში უხელმძღვანელებს და  გუნდში ჟიულ კუნდეს (სევილია), კინგსლი კომანის (ბაიერნი) და რაჰიმ სტერლინგის (მანჩესტერ სიტი) მიწვევა სურს.

სპორტალი