სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა

სერხი ბარხუანი ბარსელონას დროებითი მთავარი მწვრთნელი გახდა“ბარსელონა ბ”-ს მწვრთნელი სერჟი ბარხუანი “ბლაუგრანას” დროებით ჩაიბარებს.

სპეციალისტი გუნდის თავკაცი მანამ იქნება, სანამ ჟოან ლაპორტა სხვა კანდიდატურასთან შეთანხმებას არ მიაღწევს.

შეგახსენებთ, გუშინ, “რაიო ვალეკანოსთან” მარცხის შემდეგ, რონალდ კუმანი გაათავისუფლეს.