მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში მანჩესტერში საკმაოდ ბევრი ვცლილება იქნება. სოლსკიაერის აზრით მანჩესტერის რამდენიმე ფეხბურთელი ამ გუნდის დონეს არ აკმაყოფილებს: ”მე ვესაუბრე ჩემს მოთამაშეებს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს პოტენციალი, რომ მომავალ სეზონში უკეთ ვითამაშოთ, თუმცა გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს. რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი გუნდის დონეს არ აკმაყოფილებენ და […]
კატეგორია: სპორტი
ნგოლო კანტე: ”ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ”
ჩელსის ფრანგმა ნახევარმცველმა ნგოლო კანტემ ევროპის ლიგაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩელსიმ ეს ტურნირი უნდა მოიგოს წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი წარუმატებლად ჩაითვლება. კანტეს აზრით ევროპის ლიგაში გამარჯვება საკმაოდ პრესტიჟულია: ”ევროპის ლიგის ნახევარფინალში გავედით, რაც უკვე კარგი შედეგია, მაგრამ ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ევროპის ლიგა ერთადერთი ტურნირია, სადაც გამარჯვების შანსი გვაქვს და ეს შანსი ხელიდან არ უნდა […]
მოურისიო პოჩეტინო: ”ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”
ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ სიტისთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ეს დღე საუკეთესოა მის ცხოვრებაში და ის ამაყობს თავისი ფეხბურთელებით. ტოტენჰემი სიტისთან 3:4 დამარცხდა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მაინც შეძლო ნახევარფინალში გასვლა, სადაც მათი მეტოქე აიაქსი იქნება: ”ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და საწადელს მივაღწიეთ. ვიდეო გამეორება დაგვეხმარა, მაგრამ გოლი არ უნდა […]
იურგენ კლოპი: ”ბარსელონასთან მატჩებს მოუთმენლად ველი”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ბარსელონასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას არასოდეს უთამაშია ამ გუნდის წინააღმდეგ და მოუთმენლად ელის ამ შეხვედრებს. კლოპის აზრით, ორივე გუნდს თანაბარი შანსები აქვს და მაყურებელი შესანიშნავ მატჩებს იხილავს: ”ბარსელონას წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრებში არასოდეს მითამაშია და მოუთმენლად ველი, როდის დადგება თამაშის დღე. ბარსელონა ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენ არავის გვეშინია და […]
ერნესტო ვალვერდე: ”მესი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მანჩესტერის დამარცხების შემდეგ ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ არგენტინელი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა და მისი იმედი გუნდს მუდამ აქვს. ვალვერდემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბარსელონას მიზანი ყველა ტურნირის მოგებაა: ”მანჩესტერმა თამაში კარგად დაიწყო და პირველი 10 წუთი ჩვენთვის უსიამოვნო იყო. ამის შემდეგ მესიმ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა. როდესაც ასეთი […]
კრიშტიანო რონალდუ: ”მეტოქეს წარმატებას ვუსურვებ”
ტურინის იუვენტუსის პორტუგალიელმა ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ აიაქსთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს მარცხი იუვენტუსის ბრალია, თუმცა ერთ ეპიზოდში მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. რონალდუმ აიქსს მომავალში წარმატება უსურვა: ”ვფიქრობ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა, რადგან აიაქსის ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა, მაგრამ ეს არ გვამართლებს და ვალდებულები ვიყავით უკეთ გვეთამაშა. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოვახერხეთ. […]
გიორგი ჭანტურია კარიერას სან ხოსეში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია სავარაუდოდ კარიერას ამერიკაში გააგრძელებს. ჭანტურია ამჟამად უგუნდოდ არის და მის მიმართ ინტერესს სან ხოსე იჩენს, სადაც ორი ქართველი ფეხბურთელი, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ჭანტურია რამდენიმე დღეში კონტრაქტს მოაწერს ხელს და ოფიციალურად სან ხოსეს ფეხბურთელი გახდება. გიორგი ჭანტურია ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელად ითვლებოდა, მაგრამ […]
ზიდანი: ”გარეტ ბეილი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”
მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილზე ისაუბრა და თქვა, რომ მასთან არავითარი კონფლიქტი არა აქვს. გარდა ამისა, ზიდანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბეილი მისი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა: ”ბეილთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს და გავრცელებული ინფორმაცია ჩვენი კონფლიქტის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ბეილი ძლიერი ფეხბურთელია და ჩვენ ის მომავალშიც გამოგვადგება”.
ბასილაშვილი მონტე-კარლოს მასტერსს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი მონტე-კარლოში მიმდინარე მასტერსის გათამაშებას პირველივე წრეში გამოეთიშა. ბასილაშვილმა უნგრელ ფუჩოვიჩთან წააგო სამ სეტში, ანგარიშით 5:7, 6:3, 1:6. აღსანიშნავია, რომ ფუჩოვიჩი ნიკასთვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეა და ქართველი ჩოგბურთელი მასთან უკვე ოთხჯერ დამარცხდა. რაც მონტე-კარლოს მასტერსს, ეს ტურნირი თიხაზე ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მასტერსის ტურნირებში. ყველაზე მეტი გამარჯვება რაფაელ ნადალს აქვს მოპოვებული, რომელმაც ტრიუმფი […]
კილიან მბაპე: ”პატარა ბავშვებივით ვითამაშეთ”
პსჟ-მ სტუმრად ლილთან 1:5 წააგო და პარიზელებმა საფრანგეთის ჩემპიონობა მომავალი ტურისთვის გადადეს. პსჟ 36-ე წუთიდან კაცნაკლული იყო, თუმცა მბაპეს აზრით ეს არ არის გამართლება და მისი გუნდი ასეთი ანგარიშით არ უნდა დამარცხებულიყო: ”სამწუხაროა რომ ეს შეხვედრა ასეთი ანგარიშით დამთავრდა. საქმე წაგებაში არ არის, უბრალოდ ასეთი ანგარიში ყოვლად მიუღებელია. პატარა ბავშვებივით გამოვიყურებოდით და მომავალში ეს არ […]










