მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ოლე გუნარ სოლსკიაერმა თავის გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ ზაფხულში მანჩესტერში საკმაოდ ბევრი ვცლილება იქნება. სოლსკიაერის აზრით მანჩესტერის რამდენიმე ფეხბურთელი ამ გუნდის დონეს არ აკმაყოფილებს:
”მე ვესაუბრე ჩემს მოთამაშეებს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს პოტენციალი, რომ მომავალ სეზონში უკეთ ვითამაშოთ, თუმცა გაძლიერება აუცილებლად მოგვიწევს. რამდენიმე ფეხბურთელი ჩვენი გუნდის დონეს არ აკმაყოფილებენ და მათ გუნდის დატოვება მოუწევთ”.