მოურისიო პოჩეტინო: ”ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”

მოურისიო პოჩეტინო: ”ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა მოურისიო პოჩეტინომ სიტისთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ ეს დღე საუკეთესოა მის ცხოვრებაში და ის ამაყობს თავისი ფეხბურთელებით. ტოტენჰემი სიტისთან 3:4 დამარცხდა, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლების წყალობით მაინც შეძლო ნახევარფინალში გასვლა, სადაც მათი მეტოქე აიაქსი იქნება:

”ეს დღე არასოდეს დამავიწყდება. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ და საწადელს მივაღწიეთ. ვიდეო გამეორება დაგვეხმარა, მაგრამ გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, ამიტომ სამართალმა იზეიმა. ნახევარფინალში გასვლა დიდი წარმატებაა”.