მადრიდის რეალმა საკუთარ მოედანზე ესპანეთის თასის ნახევარფინალში ბარსელონასთან 0:3 წააგო და კატალონიელები ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ ბარსელონამ სამივე კარში დარტყმა გოლად აქცია, ხოლო რეალმა კი საკმაოდ ბევრი მომენტი ვერ გამოიყენა. მატჩის შემდეგ რეალის მთავარმა მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება: ”ბევრს ვუტევბდით და მომენტებიც გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ, რის გამოც ბარსამ დაგვსაჯა. გუნდის […]
კატეგორია: სპორტი
ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში მეოთხედფინალში გავიდა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში ესპანელი ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა გამარჯვების მოპოვება სამ სეტში მოახერხა ანგარიშით 6:7. 6:4, 6:3. ამჟამად ნიკა მსოფლიო რეიტინგში მე-19 პოზიციას იკავებს და ამ გამარჯვების შემდეგ ის სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღლა აიწევს. ბასილაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა შარშან და წელსაც ჯერჯერობით ის კარგ ფორმაშია. ნიკა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშეა.
რაკიტიჩით მანჩესტერ იუნაიტედიც დაინტერესდა
ბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გუნდს ზაფხულში დატოვებს. ბარსელონამ ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი სავარაუდოდ სწორედ რაკიტიჩის პოზიციაზე იყიდა და შესაბამისად რაკიტიჩის წასვლა სულაც არ იქნება მოულოდნელი. აქამდე ხორვატი ფეხბურთელის შეძენა მილანის ინტერს სურდა, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო ამ საქმეში. ბარსელონა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო […]
მოურინიოს ინტერში დაბრუნება სურს
ჟოზე მოურინიომ თავის მომავალ გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის მთავარია ეს კლუბი ამბიციური იყოს, ხოლო ფულს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მოურინიოს თქმით მან რამდენიმე გუნდს უარი უთხრა, რადგან მათი დონე მას არ აკმაყოფილებს: ”საკმაოდ მსუყე წინადადებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. მსურს ისეთ გუნდში ვიმუშაო, სადაც შევძლებ გამარჯვებებს და გუნდს ამბიციები ექნება. არის თუ არა […]
მაურისიო სარი: ”მე და კეპამ ყველაფერი გავარკვიეთ”
ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო სარიმ კეპა არასაბალაგასთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა და თქვა, რომ მათ ერთმანეთთან ყველაფერი გაარკვიეს. სარის თქმით კეპა მართალი იყო, თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას მაინც უნდა დამორჩილებოდა: ”მე და კეპამ დიდხანს ვისაუბრეთ ამ თემაზე და ეს ინციდენტი ამოიწურა. იმ ეპიზოდში ის მართალი იყო, მაგრამ ჩელს გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და ამან გამაბრაზა. მომავალში ჩვენ ჩვეულებრივად […]
გიორგი ხარაიშვილი ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდა – გეტებორგის მატჩი ჩაიშალა – ვიდეო
25 თებერვალს, შვედეთის თასზე მე-8 ჯგუფის მე-2 ტურის მატჩი გიორგი ხარაიშვილის “გეტებორგსა” და “გაისს” შორის ჩაიშალა. საქამე იმაშია, რომ 47-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, გულშემატკივრებმა მოედანზე იმდენი პეტარდა ისროლეს, რომ იქაურობა ბრძოლის ველს დაემსგავსა, ფეხბურთელებმა თავს გაქცევით უშველეს და თამაში აღარ განახლებულა. ხარაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო. თურმე, ამ გუნდების დერბიში ეს პირველი შემთხვევა როდია […]
კეპა არისაბალაგა: ”სარის დიდ პატივს ვცემ. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა”
ჩელსის და მანჩესტერ სიტის შეხვედრაში მომხდარი ინციდენტი მთელმა საფეხბურთო სამყარომ ნახა, როდესაც ჩელსის მეკარემ კეპა არისაბალაგამ მოედნიდან გასვლაზე უარი თქვა, რამაც მაურიციო სარი წყობიდან გამოიყვანა. მატჩის შემდეგ კეპამ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის სარის მიმართ მხოლოდ პატივისცემით არის განწყობილი და უბრალოდ გაუგებრობა მოხდა: ”სარის ეგონა, რომ ტრავმა მქონდა და ამიტომ გადაწყვიტა ჩემი შეცვლა. მე […]
იურგენ კლოპი: ”სალაჰს უკეთ შეუძლია თამაში”
ლივერპულმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხება ვერ შეძლო და მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა. ლივერპული მანჩესტერ სიტის მხოლოდ ერთი ქული უსწრებს და წინ კიდევ 11 შეხვედრაა. მატჩის შემდეგ ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ სალაჰს უკეთ უნდა ეთამაშა, თუმცა მის წინააღმდეგ მცველები კარგად მოქმედებდნენ: ”სალაჰს უფრო მეტი შეუძლია, მაგრამ მე არ მინდა მას საყვედური ვუთხრა, რადგან […]
ჩელსის მეკარემ მწვრთნელი ფეხებზე დაიკიდა – ვიდეო
ცოტა ხნის წინ ინგლისის უემბლის სტადიონზე კომიკური ფაქტი მოხდა. ინგლისის ლიგის თასის ფინალში, რომელშიც მანჩესტერ სიტიმ პენალტების სერიაში 4:3 მოუგო ჩელსის, ჩელსის მეკარემ გუნდის მწვრთნელს არ დაუჯერა. დამატებითი დროის დასასრულს “არისტოკრატების” მეკარე კეპა არისაბალაგამ ტრავმა მიიღო. მაურისიო სარიმ მისი შეცვლა გადაწყვიტა, ეს სტადიონის დიქტორმაც გამოაცხადა, მაგრამ ესპანელი მწვრთნელს არ დაემორჩილა და მოედანზე დარჩა. გაბრაზებულმა სარიმ […]
ბარსელონა მარკუს რეშფორდით დაინტერესდა
ბარსელონა ფორვარდის ძიებაშია და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კატალონიელები მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელით მარკუს რეშფორდით დაინტერესდნენ, რომელიც ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფორვარდად ითვლება. რეშფორდს კონტრაქტი 2020 წელს ეწურება და ჯერჯერობით მას ახალი კონტრაქტი მანჩესტერთან არ გაუფორმებია. ბარსელონას ეს ტრანსფერი მინიმუმ 70 მილიონი ევრო დაუჯდება, თუმცა სავარაუდოდ იუნაიტედი თავის ახალგაზრდა ფორვარდს იოლად არ დათმობს.










