ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი დუბაიში მეოთხედფინალში გავიდანიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში ესპანელი ბაუტისტა აგუტი დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა. ბასილაშვილმა გამარჯვების მოპოვება სამ სეტში მოახერხა ანგარიშით 6:7. 6:4, 6:3.

ამჟამად ნიკა მსოფლიო რეიტინგში მე-19 პოზიციას იკავებს და ამ გამარჯვების შემდეგ ის სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღლა აიწევს. ბასილაშვილს შესანიშნავი სეზონი ჰქონდა შარშან და წელსაც ჯერჯერობით ის კარგ ფორმაშია.

ნიკა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მოთამაშეა.