რაკიტიჩით მანჩესტერ იუნაიტედიც დაინტერესდა

რაკიტიჩით მანჩესტერ იუნაიტედიც დაინტერესდაბოლო პერიოდში ხშირია საუბრები იმის შესახებ, რომ ბარსელონას ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გუნდს ზაფხულში დატოვებს. ბარსელონამ ჰოლანდიელი ფრენკი დე იონგი სავარაუდოდ სწორედ რაკიტიჩის პოზიციაზე იყიდა და შესაბამისად რაკიტიჩის წასვლა სულაც არ იქნება მოულოდნელი.

აქამდე ხორვატი ფეხბურთელის შეძენა მილანის ინტერს სურდა, თუმცა ბოლო ინფორმაციის მიხედვით მანჩესტერ იუნაიტედიც ჩაერთო ამ საქმეში. ბარსელონა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო რაკიტიჩის სატრანსფერო ფასი კი მინიმუმ 80 მილიონი ევროა.