მოურინიოს ინტერში დაბრუნება სურს

მოურინიოს ინტერში დაბრუნება სურსჟოზე მოურინიომ თავის მომავალ გუნდზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის მთავარია ეს კლუბი ამბიციური იყოს, ხოლო ფულს დიდი მნიშვნელობა არა აქვს. მოურინიოს თქმით მან რამდენიმე გუნდს უარი უთხრა, რადგან მათი დონე მას არ აკმაყოფილებს:

”საკმაოდ მსუყე წინადადებები მქონდა, მაგრამ უარი ვთქვი. მსურს ისეთ გუნდში ვიმუშაო, სადაც შევძლებ გამარჯვებებს და გუნდს ამბიციები ექნება. არის თუ არა ასეთი კლუბი? დიახ, ეს მილანის ინტერია, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობდი”–განაცხადა მოურინიომ.

ინტერში მოურინიო 2007-10 წლებში მუშაობდა.