ჭდე: ანა დოლიძე

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა

ანა დოლიძე - "იუსტიციის საბჭოს სია სასამართლოს შიგნით კლანის არსებობას ადასტურებს"

ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ამის შესახებ დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, განცხადებას საქართველოს პრეზიდენტს დღესვე გაუგზავნის. „მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ასპარეზი ჩემი ბრძოლისთვის“, – განაცხადა დოლიძემ.

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძეზე – “ფსკერზე ფსკერია”

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ - "სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!"

ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “პოლიტიკური პლატფორმის შექმნიდან მე-3 დღეს ანა დოლიძე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში მდებს ბრალს. ფსკერზე ფსკერია! საინტერესოა თვითონ მოიფიქრა თუ მისმა პოლიტიკურმა თანამოაზრეებმა ურჩიეს ეს “სიბრძნე”?”

ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

ელისაშვილი, დოლიძე და კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან

„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე ახალ პოლიტიკურ პლატფორმას ქმნიან. ამ ეტაპზე მემორანდუმის ავტორები ღიად არ საუბრობენ იქნება თუ არა ეს პოლიტიკური პარტია, ან რას გულისხმობს ახალი პოლიტიკური პლატფორმა. მემორანდუმს ხელს „სამოქალაქო მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანიც მოაწერს. როგორც მხარეები აცხადებენ, მემორანდუმის ხელმომწერებს ამ დროისთვის […]

ვინ აფინანსებს ანა დოლიძეს? – ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ თანამებრძოლს საზოგადოებისთვის „თვალებში ნაცრის შეყრაში“ ადანაშაულებს

ვინ აფინანსებს ანა დოლიძეს? - ნაზი ჯანეზაშვილი ყოფილ თანამებრძოლს საზოგადოებისთვის „თვალებში ნაცრის შეყრაში“ ადანაშაულებს

ანა დოლიძე დღესვე რომ გადადგეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის თანამდებობიდან, მას უკვე კანონი აქვს დარღვეული და საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრის. ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა და სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ხნის თანამებრძოლს დაუპირისპირდა. მისივე თქმით, საბჭოს არამოსამართლე წევრს კანონი პოლიტიკურ საქმიანობას უკრძალავს. „როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრის […]

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ – “სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!”

ნაზი ჯანეზაშვილი ანა დოლიძის წინააღმდეგ - "სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ!"

ნაზი ჯანეზაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “სიმართლეზე თვალს ვერავის გამო ვერ დავხუჭავ! სასამართლოს ე.წ. კლანს, სხვა მიზეზებთან ერთად, იმიტომაც ჰქვია კლანი, რომ ერთმანეთს ხელს აფარებენ და ერთმანეთის შეცდომებზე ხმას არ იღებენ. როდესაც ჩნდება კითხვები, ამაზე საუბარს არ უნდა მოვერიდოთ. თვალის დახუჭვით ე.წ. კლანს არ უნდა დავემსგავსოთ. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ანა დოლიძის შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ჩნდება […]

იუსტიციის საბჭომ სალომე ზურაბიშვილს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა ოფიციალურად მოსთხოვა

ალანია, თადუმაძე, მიქაუტაძე - იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი 20 კაციანი სია შეარჩია

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილს აღნიშნულის შესახებ მიმართვა 1-ელ ნოემბერს წარედგინა. იუსტიციის უმაღლლესმა საბჭომ არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 25 ოქტომბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საკითხის ინიცირებისას აღნიშნა, პრეზიდენტისადმი მიმართვის საფუძველია ის, რომ ანა […]

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტისგან მოითხოვს, ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს

ანა დოლიძე - „ჩინჩალაძის კლანმა უკან დაიხია, ახალი პროცესი იწყება“

იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა. გვრიტიშვილი მის შუამდგომლობას ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობით ხსნის. დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებს. დოლიძე საბჭოში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

გიორგი ქობულია, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი –  ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

ანა დოლიძე - "იუსტიციის საბჭოს სია სასამართლოს შიგნით კლანის არსებობას ადასტურებს"

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის, რომელიც სავარაუდოდ, პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. როგორც დოლიძემ “2020NEWS”-ს განუცხადა, ამჟამად მოძრაობის ჩამოყალიბების მიზნით ყოფილ და მოქმედ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს აწარმოებს. დეტალების შესახებ ანა დოლიძე “2020NEWS“ -თან ინტერვიუში საუბრობს. – ქალბატონო ანა, იუტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პარალელურად, აქტიურად მონაწილეობთ ქვეყნის […]

ანა დოლიძე – ჩვენი ფეხბურთი კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაძირული

ანა დოლიძე - ჩვენი ფეხბურთი კორუფციასა და ნეპოტიზმშია ჩაძირული

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ არარატთან“ წაგებას ეხმაურება. ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ფეხბურთი კორუფციაშია ჩაძირული. “მეც არ მესიამოვნა არარატთან საბურთალოს წაგება. ძაღლის თავი იცი სად არის დამარხული? იმ კორუფციასა და ნეპოტიზმში სადაც ჩაძირულია ჩვენი ფეხბურთი. ნახეთ ფეხბურთის დაფინანსების ბიუჯეტი. ყოველ წელს მილიონობით ხმარდება კლუბებს, რომელსაც არ აქვს არავითარი […]

ანა დოლიძე – “რა მუსიკასაც შეუკვეთავს „ქართული ოცნება“, იმ მუსიკაზე ცეკვავენ ჩვენი მოსამართლეები”

ანა დოლიძე - "იუსტიციის საბჭოს სია სასამართლოს შიგნით კლანის არსებობას ადასტურებს"

იუსტიციის საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კიდევ ორ კანდიდატს, ქეთევან მესხიშვილსა და ლევან მესხორაძეს მოუსმენენ.დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, შესაძლოა, საბჭომ შეცვალოს გადაწყვეტილება და გასაუბრება ყოველდღიურ რეჟიმში სამ კანდიდატთან გააგრძელოს. ანა დოლიძის თქმით, კი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა, იმ დაკვეთას შეასრულებენ მოსამართლეები. “არსებობს ვარაუდი, რომ საქართველოს პარლამენტი არ შეიკრიბება აგვისტოში. იუსტიციის საბჭო გადავიდა მუშაობის ნორმალურ რეჟიმზე […]