იუსტიციის უმაღლესი საბჭო პრეზიდენტს მიმართავს საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს უფლებამოსილება შეუჩეროს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა.
გვრიტიშვილი მის შუამდგომლობას ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობით ხსნის.
დოლიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მოვალეობას 2016 წლის ივნისიდან ასრულებს. დოლიძე საბჭოში საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წარადგინა.

