ჭდე: არჩილ თალაკვაძე

“ბავშვობაში ყოველთვის არის ერთი მომენტი, როცა ფანჯარა იღება და მომავალი შემოდის” – თალაკვაძის დღევანდელი პოსტი 

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

“ბავშვობაში ყოველთვის არის ერთი მომენტი, როცა ფანჯარა იღება და მომავალი შემოდის” – ასე დაიწყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დილა სოციალურ ქსელში, ბიძინა ივანიშვილის „წასვლიდან“ მეორე დღეს.

“თალაკვაძემ ივანიშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა დაარწმუნოს”

"თალაკვაძემ ივანიშვილი ახალი არჩევნების დანიშვნაში უნდა დაარწმუნოს"

ნინო ბურჯანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალ პარლამენტს ყველაფერში შეექმნება პრობლემა – უცხოეთის დელეგაციები ვერ დაკომპლექტდება. პარლამენტი პრაქტიკულად ხეიბარია. ისედაც ხეიბარი იყო „ქართული ოცნების“ მმართველობის ხელში და ახლა მით უმეტეს. _ კვორუმისთვის 76 ხმაა საჭირო, „ოცნებას“ კი მხოლოდ 90 დეპუტატი ჰყავს. იმის გათვალისწინებით, რომ გაცდენები არც თუ ისე მცირეა ხოლმე და მოუწევთ სრული მობილიზება. […]

არჩილ თალაკვაძე – “გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა”

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება. „გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე. შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის […]

არჩილ თალაკვაძე – „განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

”კიდევ ერთხელ მინდა, განგიცხადოთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან განმეორებითი არჩევნები, ან მასთან დაკავშირებული რაიმე ვერსია არ განიხილება“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიების შეხვედრის მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელმაც უფრო დაგვაახლოვა შეთანხმებასთან და არის რეალური ალბათობა, რომ […]

“განმეორებითი არჩევნები, მათ შორის პლებისციტი, არ განიხილება”- არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

ოპოზიციის და ხელისუფლების შეხვედრის III რაუნდის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ იმედი გამოთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე შეთანხმება მოხერხდება. მისი განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ და ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო დააახლოვეს პოზიციები. “დღევანდელი შეხვედრა არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი შეთანხმებისკენ. ის ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც უკავშირდება პოლიტიკური სისტემის სტაბილურობას და შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას, […]

არჩილ თალაკვაძე – “განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება”

არჩილ თალაკვაძე - "განმეორებითი არჩევნები ჩვენი მხრიდან არ განიხილება"

არჩილ თალაკვაძემ ფეისბუქში დაწერა: “განმეორებითი არჩევნები და მასთან დაკავშირებული რაიმე საკითხი ჩვენი მხრიდან არ განიხილება და სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციების გაჩერებას არ ვაპირებთ. პანდემიის მიუხედავად, ორ მილიონამდე ჩვენმა თანამოქალაქემ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და უფლება არ გვაქვს, ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. სხვა საკითხებზე, კონსტიტუციის ფარგლებში, გვაქვს დიალოგი ოპოზიციასთან და შეთანხმება შესაძლებელია, თუმცა ბოლო ეტაპი მოითხოვს მეტ ნებისყოფას […]

არჩილ თალაკვაძის ცოლი ტვ პირველის წინააღმდეგ _ “ძალიან სამწუხაროა, ტალახს რომ გვესვრიან”

არჩილ თალაკვაძის ცოლი ტვ პირველის წინააღმდეგ _ "ძალიან სამწუხაროა, ტალახს რომ გვესვრიან"

პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის მე­უღ­ლე ქეთი ბუ­ბუ­ტე­იშ­ვი­ლი “ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მათი ოჯა­ხის ბი­ნა­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ცნო­ბით, 95 ათას დო­ლა­რად იყი­დე­ბა. “მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო TV პირ­ვე­ლის ცი­ლისმწა­მებ­ლურ სი­უ­ჟეტს. გან­მარ­ტე­ბას ვა­კე­თებ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვი­საც გული შეს­ტკი­ვა ჩვენს ოჯახ­ზე. ათი წელი ვი­ცხოვ­რეთ ამ ბი­ნა­ში, რო­მელ­საც თა­ვი­დან ვქი­რა­ობ­დით და შემ­დეგ ვი­ყი­დეთ იპო­თე­კით, რო­გორც ბევ­რი მო­ქა­ლა­ქე […]

არჩილ თალაკვაძე – “ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი”

არჩილ თალაკვაძე - "ერთად გადავამოწმოთ ოპოზიციის მიერ დასმული ყველა საკითხი"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან დიალოგის ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. “პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის არის ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებში. ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი დემოკრატიისთვის […]

არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა

თალაკვაძე - "გახარია იმსახურებს "ოცნების" სიის პირველ ნომრობას"

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს კოვიდინფექცია განმეორებითი ტესტირებითაც არ დაუდასტურდა. შესაბამისად, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი, 12-დღიანი თვითიზოლაციის ამოწურვისთანავე, აქტიურ საპარლამენტო საქმიანობასა და საარჩევნო კამპანიას დაუბრუნდება. „განმეორებითი ტესტირების შედეგად, კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა არჩილ თალაკვაძის ოჯახის წევრებსაც“, – აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში. შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში მას შემდეგ გადავიდა, რაც მისი პირადი დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაში გადავიდა – მისი დაცვის წევრს კოვიდ 19 აღმოაჩნდა

თალაკვაძე - "გახარია იმსახურებს "ოცნების" სიის პირველ ნომრობას"

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. „პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.