არჩილ თალაკვაძე – “გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა”

არჩილ თალაკვაძე - "გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობას უმძიმესი დიაგნოზი დაუსვა"პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას ეხმაურება.

„გრიგოლ ვაშაძის მიერ დასახელებული მიზეზები, თუ რატომ დატოვა პარტია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უმძიმესი დიაგნოზია: ანტიდასავლური კამპანია და თავდასხმა პარტნიორებზე; ოდიოზური ფიგურების დაბრუნება; პარტიული სტრატეგიის არარსებობა“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” გვერდზე დაწერა.

გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ “გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის” გამო.

იპნ