ჭდე: არსენალი

ალექსის სანჩესი არსენალში თამაშზე უარს აცხადებს

ალექსის სანჩესი არსენალში თამაშზე უარს აცხადებს

არსენალის ჩილელი ფეხბურთელი ალექსის სანჩესი არსენალს ტურნეში არ გაყვა, რაც იმის ნიშანია, რომ სანჩესი ამ გუნდში თამაშზე უარს აცხადებს. რამდენიმე კვირის წინ ალექსისმა არსენალს ხელფასის გაზრდა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამიტომ ჩილელმა ფორვარდმა ლონდონური გუნდიდან წასვლა მტკიცედ გადაწყვიტა. სანჩესის შეძენა საკმაოდ ბევრ კლუბს სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რომელ გუნდში გააგრძელებს ალექსისი კარიერას. ერთ-ერთი ყველაზე […]

მესუტ ოზილი არსენალში რჩება

მესუტ ოზილი არსენალში რჩება

არსენალის გერმანელი ფეხბურთელი მესუტ ოზილი არსენალიდან წასვლას აღარ აპირებს. ერთი პერიოდი აქტიურად მიდიოდა საუბრები იმის შესახებ, რომ ოზილი არსენალს დატოვებდა და კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებდა. როგორც ჩანს მესუტის გეგმები შეიცვალა, რადგან მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის არსენალის ერთგულია და კიდევ რამდენიმე წელიწადი ამ გუნდის ღირსებას დაიცავს. გარდა ამისა, ოზილმა ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზეც ისაუბრა და […]

ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას არსენალში გააგრძელებს

ალექსანდრ ლაკაზეტი კარიერას არსენალში გააგრძელებს

ლიონის ფორვარდი ალექსანდრ ლაკაზეტი უკვე თითქმის არსენალის ფეხბურთელია, რადგან ლიონი და არსენალი ტრანსფერზე შეთანხმდნენ და უახლოს დღეებში ლაკაზეტი ლონდონში ჩაფრინდება, სადაც არსენალთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერში 53 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის, რაც ამ კლუბის ისტირიაში რეკორდული თანხაა. ამდენი ერთ ფეხბურთელში ლონდონელებს არასოდეს გადაუხდიათ. ლაკაზეტის შეძენა სხვა კლუბებსაც სურდათ, […]

ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა

ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა

არსენალის ფორვარდმა ალექსის სანჩესმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ მან ზუსტად იცის ის გუნდი, რომელშიც სანჩესი კარიერას გააგრძელებს, მაგრამ ალექსისმა ამ გუნდის დასახელებისგან თავი შეიკავა. სანჩესი ამჟამად კონფედერაციის თასზე იმყოფება რუსეთში, სადაც ჩილეს ნაკრები ფინალში გავიდა. ალექსისის თქმით ის კონფედერაციის თასის შემდეგ დაასახელებს თავის მომავალ გუნდს, მანამდე კი ის დუმილს ამჯობინებს. სანჩესის ყიდვა რამდენიმე […]

ლიონი და არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

ლიონი და არსენალი ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

ლონდონის არსენალი და ფრანგული ლიონი ალექსანდრ ლაკაზეტის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან. ამ ორ გუნდს შორის უკვე დიდი ხანია მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ ლიონი 50 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო არსენალს კი ამ თანხის გადახდა არ სურს. არსენალი მხოლოდ 40 მილიონზე არის ყაბულს, ამიტომ შესაძლოა ეს ტრანსფერი ჩაიშალოს და ლაკაზეტი ლიონში დარჩეს. ლაკაზეტი მადრიდის ატლეტიკოში აპირებდა გადასვლას, მაგრამ ატლეტიკოს […]

რიად მარეზი კარიერას არსენალში გააგრძელებს

რიად მარეზი კარიერას არსენალში გააგრძელებს

ლესტერის ალჟირელმა ვინგერმა რიად მარეზმა ივნისის დასაწყისში განაცხადა, რომ ის მომავალ სეზონში სხვა გუნდის მაისურს მოირგებდა, რადგან ლესტერში მან საკუთარი თავი ამოწურა. მარეზს რამდენიმე წინადადება ჰქონდა, მაგრამ ყველაზე რეალური ისევ არსენალის ვარიანტია, რომელსაც მარეზის შეძენა ჯერ კიდევ შარშან სურდა. მაშინ ალჟირელმა ფეხბურთელმა ლესტერში დარჩენა ამჯობინა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად არის. არსენალი მარეზის ტრანსფერში 40 მილიონ […]

არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

არსენალი ალექსანდრ ლაკაზეტის შეძენას შეეცდება

ლონდონის არსენალი ლიონის ფრანგი ფორვარდის ალექსანდრ ლაკაზეტის ყიდვას შეეცდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად არსენალი მზად არის ამ ტრანსფერში ოლივიე ჟირუც ჩართოს და ის ლაკაზეტში გაუცვალოს ლიონს. ლიონის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ლაკაზეტი სავარაუდოდ ამ გუნდში არ გაჩერდება, რადგან მან უკვე განაცხადა, რომ უფრო ძლიერ ჩემპიონატში თამაში სურს. ლაკაზეთის ატლეტიკოში გადასვლა თითქმის უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ატლეტიკოს […]

არსენ ვენგერმა არსენალთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

არსენ ვენგერმა არსენალთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ფრანგი სპეციალისტი არსენ ვენგერი არსენალს კიდევ ორი წელიწადი უხელმძღვანელებს. ვენგერმა უკვე შეათანხმა არსენალთან ორწლიანი კონტრაქტი, რომელსაც ის მალე ხელს მოაწერს. ვენგერი არსენალში 1996 წლიდან მუშაობს და წლევანდელ სეზონში არსენალი მისი ხელმძღვანელობით პირველად ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაში, რის გამოც საფეხბურთო სამყაროში თვლიდნენ, რომ არსენი სამუშაოს გარეშე დარჩებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მომავალ სეზონში არსენალი ევროპის […]

ლეონარდო ჟარდიმი მომავალ წელს შესაძლოა არსენალში ვიხილოთ

ლეონარდო ჟარდიმი მომავალ წელს  შესაძლოა არსენალში ვიხილოთ

მონაკოს მთავარი მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი მომავალ სეზონში შესაძლოა არსენალის დამრიგებელი გახდეს. დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს არსენ ვენგერი არსენალს დატოვებს და ლონდონური კლუბი უკვე ეძებს მის შემცვლელს. ჟარდიმს მონაკოსთან ერთად წელს ძალიან წარმატებული სეზონი აქვს და გუნდი ძალიან ახლოს არის საფრანგეთის ჩემპიონობასთან. გარდა ამისა, მონაკო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც გავიდა, თუმცა იქ სავარაუდოდ მონაკოელების ტრიუმფალური სვლა დასრულდება, […]

არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველია

არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველია

არსენალმა კრისტალ პალასთან სტუმრად 0:3 წააგო და ამ მარცხის შემდეგ არსენალს ძალიან გაუჭირდება პირველ ოთხეულში მოხვედრა. არსენალის გულშემატკივრები უკვე აქტიურად ითხოვენ არსენ ვენგერის გუნდიდან წასვლას, მაგრამ თვითონ ფრანგი სპეციალისტი ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ აპირებს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ მან არ იცის თუ რა მოხდება სეზონის ბოლოს და მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია არსენალში ზაფხულში […]