არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველია

არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველიაარსენალმა კრისტალ პალასთან სტუმრად 0:3 წააგო და ამ მარცხის შემდეგ არსენალს ძალიან გაუჭირდება პირველ ოთხეულში მოხვედრა.

არსენალის გულშემატკივრები უკვე აქტიურად ითხოვენ არსენ ვენგერის გუნდიდან წასვლას, მაგრამ თვითონ ფრანგი სპეციალისტი ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ აპირებს. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ვენგერმა განაცხადა, რომ მან არ იცის თუ რა მოხდება სეზონის ბოლოს და მისი მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია

არსენალში ზაფხულში დიდი ცვლილებები იგეგმება და სავარაუდოდ ვენგერი არსენალს დაემშვიდობება. არსენ ვენგერი არსენალში 1996 წლიდან მუშაობს.