ჭდე: აშშ

აშშ-ის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 4 თვე დასჭირდება

აშშ დღეიდან კორონავირუსის ვაქცინის კლინიკურ გამოცდებს იწყებს

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 574 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, – შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა. პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.8 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი – 147.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში […]

აშშ-ში ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე გარდაიცვალა

აშშ-ში ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე გარდაიცვალა

ქართველი მორაგბე გიორგი ლომთაძე 27 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. სპორტსმენის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ​გიორგი ლომთაძე რაგბის კლუბ “ლელოს” წევრი იყო, ის საქართველოს 4-გზის ჩემპიონია, ლომთაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ის “ლელოს” გარდა რაგბს ინგლისშიც თამაშობდა. 2014-15 წლებში კი საქართველოს “ა” ნაკრების წევრი იყო. რუსთავი 2

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდა

აშშ-ის გენერალური პროკურორი მერიკ გარლანდი გახდა

აშშ-ის სენატმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ მერიკ გარლანდის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. გარლანდის კანდიდატურის სასარგებლოდ ხმა 70-მა სენატორმა მისცა, 30 კი წინააღმდეგი წავიდა. აღსანიშნავია, რომ მომხრეებს შორის 20 რესპუბლიკელი სენატორიც იყო. დემოკრატები ყოფილ გენერალურ პროკურორს უილიამ ბარს ტრამპის პირადი და პოლიტიკური სახელით მოქმედებაში ადანაშაულებდნენ. სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით, გარლანდი ”აცნობიერებს, რომ მთავარი […]

აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა

ალექსეი ნავალნი ღრმა კომაშია

ამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ. შეერთებული შტატები კრემლს ოპოზიცონერის დაუყოვნებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება. ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში […]

აშშ-ის სენატმა ტრამპს იმპიჩმენტი არ გამოუცხადა – მას 10 ხმა დააკლდა

ტრამპი - "ვაქცინა ძალიან მალე იქნება მზად"

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში წაყენებულ ბრალდებაში გაამართლა. ყოფილი პრეზიდენტის უდანაშაულოდ ცნობას 43-მა სენატორმა დაუჭირა მხარი,  დამნაშავედ კი 57-მა სენატორმა ცნო. იმპიჩმენტის ფარგლებში დონალდ ტრამპის გასამართლებას აშშ-ის სენატის წევრთა 2/3-ის ხმა სჭირდებოდა – 100 სენატორიდან 67 სენატორის ხმა. შესაბამისად, იმპიჩმენტის გამოცხადებას 10 ხმა დააკლდა. 11 იანვარს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის […]

ჯო ბაიდენი – “ზაფხულის ბოლომდე აშშ-ში 300 მილიონი მოქალაქე აიცრება”

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი და პროგრამები დღითიდღე უმჯობესდება, რის ფონზეც შესაძლებელი იქნება, რომ ზაფხულის ბოლომდე აშშ-ს 300 მილიონამდე მოქალაქე იქნეს აცრილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით. იგი აღნიშნავს, რომ პფაიზერისა და მოდერნასგან იგეგმება დამატებით 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენა. „ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რათა 300 მილიონამდე ამერიკელი ზაფხულის დასასრულისთვის შემოდგომის […]

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ში მასობრივი შეტაკებებია მოსალოდნელი

ბაიდენის ინაუგურაციის დღეს აშშ-ში მასობრივი შეტაკებებია მოსალოდნელი

ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით აშშ-ის 50-ვე შტატში შესაძლოა შეიარაღებული დაპირისპირება მოხდეს – ამ ინფორმაციას გამოძიების ფედერალური ბიურო ავრცელებს. გფბ-ს თქმით, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეცდებიან, არეულობა მოაწყონ, რის გამო 20 იანვარს პრეზიდენტის ინაუგურაციის დაწყებამდე ვაშინგტონში ქუჩების უმეტესობა დაიკეტება. ტრამპის მომხრეთა შეიარაღებული მარშის მოწყობა 50-ვე შტატში იგეგმება. ვაშინგტონის ცენტრალური ნაწილი უკვე ბლოკირებულია. დედაქალაქში მართლწესრიგს ეროვნული […]

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა

აშშ-ის კონგრესმა აშშ-ის არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოლეგიის გადაწყვეტილება ოფიციალურად დაადასტურა. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესი ჯო ბაიდენის გამარჯვების დასადასტურებლად თავდაპირველად გუშინ შეიკრიბა, თუმცა, მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმში შეჭრის შემდეგ შეხვედრა შეწყდა და შენობიდან კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. არის მსხვერპლი. დაკავებულია 50-მდე ადამიანი. იპნ

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა

აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს. BBC-ის ინფორმაციით, „დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი – 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმიმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო. კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა. ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს. უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი […]