აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა

აშშ-მ რუსეთს ნავალნის დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესაამერიკის შეერთბულმა შტატებმა რუსეთს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო სანქციები დაუწესა.

სანქცირებულთა სიაში რუსეთის გენერალური პროკურორი, რუსეთის გვარდიის ხელმძღვანელი და დუმის დეპუტატი ალექსანდრ კალაშნიკოვი მოხვდნენ.

შეერთებული შტატები კრემლს ოპოზიცონერის დაუყოვნებლივ გათავისულებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებით იმუქრება.

ალექსეი ნავალნი მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, 17 იანვარს, პოლიციამ აიყვანა. რის შემდეგაც მოსკოვში რუსი ოპოზიციონერის მხარდასაჭერად ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

2 თებერვალს “ივ-როშეს” საქმესთან დაკავშირებით ნავალნის 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ალექსეი ნავალნი 2020 წლის აგვისტოში „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტით მოწამლეს.

დასავლეთის უსაფრთხოების სამსახურები ნავალნის მოწავლაში კრემლს ადანაშაულებდნენ, კრემლი ფაქტს უარყოფს. ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ  რუსეთის სპეცსამსახურებს ნავალნის მოკვლა რომ მოენდომებინათ, ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდნენ.

ნავალნიმ თავისი საქმე გამოიძია –  თვითონ დაურეკა თავის მკვლელს, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მისი მოწამვლა დაადასტურა.

მთავარი