აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ბაიდენის გამარჯვება 4 შტატში არ გააუქმააშშ-ის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტექსასის შტატის გენერალური პროკურორის, კენ პაქსტონის მიერ შეტანილი სარჩელი, რომელიც ოთხ შტატში, ჯორჯიაში, მიჩიგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენმა მოიპოვა, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითვალისწინებდა.

ტექსასის შტატის მტკიცებით, ამ შტატებში შედეგები უკანონო იყო, რადგან ხმის მიცემის პროცედურებში ცვლილებები შეიტანეს.

უზენაესი სასამართლოს განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტექსასს საქმის აღძვრის სამართლებრივი უფლება არ ჰქონდა.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გარდა სარჩელს მხარს 18 შტატის გენერალური პროკურორი და კონგრესის 106 რესპუბლიკელი წევრი უჭერდა.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, რომელსაც საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, მისმა მეტოქემ – დონალდ ტრამპმა კი საარჩევნო კოლეგიის 232 ხმა მოიპოვა. აშშ-ის საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს შეიკრიბება. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის 270 ხმაა საჭირო.

იპნ