ჭდე: აჭარა

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლში შეჭრა სცადეს

აჭარის მთავრობის სახლთან, სოფელ სალიბაურის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ისინი სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში არიან შესახლებული და ფართის დაკანონებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობა შენობის გაყიდვას გეგმავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის შენობაში შეჭრაც სცადეს, თუმცა დაცვის თანამშრომლებმა ამის უფლება არ მისცეს. “25 წელია […]

ეზუგბაია – “165 შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა”

მარინა ეზუგბაია - "აჭარა წითელი ზონა გახდა"

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა. როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია. „დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2392-ს შეადგენს. 165 შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4. აჭარა, ბათუმი – 109, გურია, ოზურგეთი – 4, თბილისი – 17, იმერეთი, ქუთაისი – 4, […]

მარინა ეზუგბაია – “აჭარა წითელი ზონა გახდა”

მარინა ეზუგბაია - "აჭარა წითელი ზონა გახდა"

საქართველოში ეპიდსიტუაცია ნელ-ნელა რთულდება. დღეს ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი – 45 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 23 აჭარას უკავშირდება. მარინა ეზუგბაიას თქმით, აჭარაში გაზრდილია დაინფიცირების მაჩვენებელი და ის უკვე წითელ ზონას მიეკუთვნება. აჭარაში ინციდენტობის მაჩვენებელი 42.4-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარა უკვე წითელი ზონაა და იქ, ალბათ, დამატებითი ღონისძებები იქნება გასატარებელი – ეს არის რეკომენდაციების შესრულებასა და მათ აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმების გაძლიერება […]

ხვალიდან აჭარის ღამის კლუბების და ბუნგალოების პერსონალის სავალდებულო ტესტირება დაიწყება

ხვალიდან აჭარის ღამის კლუბების და ბუნგალოების პერსონალის სავალდებულო ტესტირება დაიწყება

ქობულეთსა და ბათუმში, ღამის კლუბებსა ბუნგალოებში მომუშავე პერსონალის სავალდებულო ტესტირება ხვალიდან დაიწყება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქობულეთში “ჰავანას” კლასტერის გარდა დაფიქსირდა ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც სხვა წყაროს უკავშირდება: საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთის ერთ-ერთ კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, სადაც ორი თანამშრომელი და შემდეგ მასთან კონტაქტში მყოფები, ჯამში 5 ადამიანია ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის კიდევ ერთი შემთხვევა, მაგრამ ეს ამ კლასტერთან […]

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრად ნინო ნიჟარაძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე გახდა, ის მანამდე მინისტრის პირველი მოადგილე იყო. აღნიშნული ინფორმაცია დღეს, აჭარის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ აჭარაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ნინო ნიჟარაძე პროფესიით ექიმია, 2012 -2018 წლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. აჭარის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზაალ მიქელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში „ქართული […]

აჭარაში კოვიდ 19 ოჯახის 5 წევრს დაუდგინდა

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, კორონავირუსი სატვირთო ავტომობილის მძღოლის ოჯახს დაუდასტურდა, რომელსაც კოვიდ-19 გუშინ დაუდასტურდა. კორონავირუსით, სატვირთო ავტომობილის მძღოლის დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ცოლის და დაინფიცირდა. უწყების ცნობით, ინფიცირებულები თბილისში არიან გადაყვანილი, ხოლო ცოლის და ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის […]

აჭარაში კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

აჭარაში კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, აჭარის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორმა და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის ფაქტობრივმა მმართველმა, დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, მის მფლობელობაში არსებულ კომპანიებს შორის […]

მარინა ეზუგბაია – ”კორონავირუსის 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა”

მარინა ეზუგბაია: 44 პაციენტიდან 4-თან მოსალოდნელია დაავადების  გართულება და არაკეთილსაიმედო გამოსავალი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 49-ე შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ეზუგბაიას თქმით, მას ამ დროისთვის ბოლო დაავადებულის ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „ 49-ე შემთხვევა არის აჭარაში. ანუ ახლა აჭარაში სამი დადასტურებული შემთხვევაა. არსებული პაციენტების მდგომარეობა შეცვლილი არ არის. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით ამ 49 პაციენტში სამია საყურადღებო, პრობლემური, რომელთანაც შესაძლოა მოხდეს […]

აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება

აჭარაში ბაზრობები დროებით დაიხურება

აჭარის რეგიონში ბაზრობები დროებით დაიხურება , – გადაწყვეტილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიიღეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ჯაბა ფუტკარაძის ინფორმაციით, შეზღუდვა სააფთიაქო და სასურსათო სექტორს არ შეეხება. ჯაბა ფუტკარაძე აცხადებს, რომ ე.წ ხოფის ბაზრობაზე მოვაჭრეები 1-ელ აპრილამდე საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. “აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ვირუსის გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად ხოფის ბაზარზე მომუშავე ობიექტებს პირველ აპრილამდე […]

”მას ოჯახის წევრებთან შეხება არ ჰქონია” – აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

”მას ოჯახის წევრებთან შეხება არ ჰქონია” - აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ეს პირი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა და მას ოჯახის წევრებთან ან სხვა პირებთან შეხება არ ჰქონია. როგორც მიქელაძემ განაცხადა, აღნიშნულ პირთან ერთად ჩამოსული მგზავრებიც კარანტინში იმყოფებიან. „კორონავირუსის ინფექციის დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში 32 მოქალაქე იყო შეყვანილი. ყველა […]