ჭდე: აჭარა

აჭარაში ტურისტებს დელტა შტამი დაუდასტურდათ

მამა გიორგი პაპავას, მის დას და დისშვილს კოვიდ 19 დაუდასტურდათ

აჭარაში დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. დელტა შტამი ტურისტებს დაუდასტურდათ, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს, მათთან დაკონტაქტებული პირები კი, აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იზოლაციაში არიან გადაყვანილები. გარდა ამისა, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაფემ მუშაობა შეწყვიტა, ხოლო ინფიცირებულ თანამშრომლებთან დაკონტაქტებული პირები იზოლაციაში არიან გადაყვანილები. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის […]

ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აჭარაში 55 წლის გ.შ. დააკავეს

ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის აჭარაში 55 წლის გ.შ. დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და უბნის ინსპექტორების სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი […]

ნათელაშვილი – “აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ…”

ნათელაშვილი - "აჭარაში ლამისაა, ამლოკონ, მაგრამ..."

აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის  – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ტვ პირველზე, გადაცემა “რეაქციაში” თქვა. ნათელაშვილის თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ამომრჩეველი მის მიმართ კეთილგანწყობილია, არჩევნებში ხმებზე არ აისახება. აჭარაში რომ ჩავდივარ, ლამისაა ამლოკონ, ისე მეფერებიან, მაგრამ ერთი ხმა არ მომდის ქედადან, ხულოდან, სად ხართ, დაიხოცეთ? სად არის […]

“ნასვამი შევიდა და დაიკარგა” – აჭარაში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ურეკში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

აჭარაში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ – ის წყალში 17 თებერვალს, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში შევიდა და გაუჩინარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს უკვე 10 დღეზე მეტია ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრები სამძებრო სამუშაოების მასშტაბის გაზრდას ითხოვენ. რუსთავი 2

აჭარას და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდა

აჭარას და გურიას გაზის მიწოდება შეუწყდა

აჭარა-გურიის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო დღეს დილით, დაახლოებით 7 საათზე ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. “სოკარ აჭარის” ხელმძღვანელის, ვახტანგ ბერიშვილის ინფორმაციით, უცნობია, რამ გამოიწვია დაზიანება და მიზეზებს “გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სწავლობს. ბუნებრივი აირის მიწოდება ამ დროისთვის შეწყვეტილი აქვთ აჭარასა და გურიაში არსებულ აბონენტებს. ჯერჯერობით უცნობია, როდის აღდგება ბუნებრივი აირის მიწოდება. ბათუმელები

51 წლის კოვიდინფიცირებული გამომძიებლის გარდაცვალების მიზეზი დაასახელეს

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 131-მდე გაიზარდა

აჭარაში კორონავირუსით გარდაცვლილი 51 წლის მამაკაცი შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელია. ის მკურანლობის კურსს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა. კლინკური მენეჯერის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები და ფილტვის 95 %-იანი დაზიანება. „პაციენტი კლინიკაში შემოვიდა 29 სექტემბერს. იმ დროს ჯერ კიდევ ცხელების ცენტრი იყო ჩვენთან. ჩაუტარდა პისიარ ტესტირება. შემოსვლისთანავე პაციენტს აღენიშნებოდა ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, ქოშინი. […]

აჭარაში დეპუტატის მძღოლს ეძებენ

აჭარაში დეპუტატის მძღოლს ეძებენ

აჭარაში სტიქიის შედეგად დაკარგულ 61 წლის მამაკაცს ამ დრომდე ეძებენ. წინასწარი ინფორმაციით, ის მდინარე მეჯინისწყალმა გაიტაცა. შემთხვევა 1 ოქტომბერს მოხდა. უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა. ადიდებულმა მდინარემ ავტომობილი გაიტაცა, რომელშიც ორი მამაკაცი იჯდა. ერთ-ერთმა გადმოსვლა მოასწრო, ხოლო მძღოლი წყალმა ავტომობლთან ერთად წაიღო. ის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მძღოლია და შემთხვევის დროს სამსახურეობრივი ავტომობილით […]

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს

რამდენიმე წუთის წინ, სოფელ ჯოჭოში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი ქალის ცხედარი იპოვეს. სამძებრო სამუშაოები ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება. ეძებენ მამას და მცირეწლოვან შვილს. ”სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია სულ სამი ცხედარი. აქედან ორი იმყოფებოდა მანქანაში. რამდენიმე წუთის წინ აღმოაჩინეს ქალის ცხედარი, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოების ოჯახის დანარჩენი წევრების საპოვნელად” – განაცხადა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. მეწყერი სოფელში გუშინ […]

“მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ” – აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა

"მგზავრმა გადახტომა მოასწრო, მძღოლს ეძებენ" - აჭარაში მდინარემ მანქანა გაიტაცა

აჭარაში მოსული უხვი ნალექის შედეგად მდინარე მეჯინისწყალი კალაპოტიდან გადმოვიდა და მიმდებარე ტერიტორია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ზანაქიძეების ხიდამდე მიაღწია. ამ წუთებში მდინარე მეჯინისწყალში სოფელ ზანაქიძეების ხიდიდან გადავარდნილი მანქანის გამოყვანას ცდილობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახური. ადგილზე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე. როგორც „პრაიმტაიმს” ხელვაჩაურის მერიაში განუცხადეს, მდინარეში ავტომანქანის მძღოლის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. „მანქანა წყლიდან გამოყვანილია. […]

ხვალიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდება, რესტორნები 10 საათამდე იმუშავებს

ბათუმში ყველა დიდი ღონისძიება გაუქმდა

საკოორდინაციო საბჭომ აჭარაში ახალი შეზღუდვები დააწესა. 22:00 საათიდან რესტორნები დაიხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი მთლიანად შეჩერდება. „ხვალ 22.00 საათიდან აჭარაში რესტორნები აღარ იმუშავებს, ასევე ხვალიდან მთლიანად გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, დღის განმავლობაში რესტორნები ჩვეულებრივად იმუშავებენ და 22:00 საათიდან დილამდე დაიკეტებიან.