ჭდე: ავარია

თელავში მანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, მერე – ბავშვს

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ბმვ-ს მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს შეეჯახა, შემდეგ კი მეხუთე კლასის მოსწავლეს. 60 წლამდე ქალი და ბავშვები გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც სწრაფად მიმავალი ავტომანქანა ჯერ ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 11 წლის ბავშვს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი უმძიმესი მდგომარეობით თელავის […]

ავარია ქობულეთში – 2 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპირო მხარეს მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. მომხდარის შედეგად მსუბუქი ავტომობილი მძღოლი ადგილზე დაიღუპა, კიდევ ერთი ადამიანი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

კასპში დასუფთავების მანქანამ 83 წლის ქალი მოკლა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

კასპში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 83 წლის ქალი გარდაიცვალა. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურის მანქანა გზაზე მიმავალ ქალს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 83 წლის ქალი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. იპნ

ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ქარელში 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს

ქარელის მუნიციპალიტეტში 26 აპრილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა, მათ შორის ერთ-ერთი სატვირთო მიკროავტობუსია. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, დაშავებულებს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. ინფორუსთავი

დადიანზე მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რომელსაც გოგონა მართავდა

დადიანზე მანქანა მოტოციკლს შეეჯახა, რომელსაც გოგონა მართავდა

ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი მოტოციკლს შეეჯახა. როგორც თვითმხილველმა “პრაიმტაიმს” უამბო, ახალგაზრდა გოგო, რომელიც მოტოციკლს მართავდა, შეჯახებისას ყვიროდა და შველას ითხოვდა. “საშინლად კიოდა ახალგაზრდა გოგო, მისმა განწირულმა ხმამ მთელი ქუჩა შეძრა. ის მოტოციკლს მართავდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ტაქსის ნიშანი ჰქონდა დამაგრებული. ადგილზე მალევე სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია მოვიდნენ.” – ამბობს […]

მარტვილში პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა მიცუბიშის დაეჯახა

მარტვილში პოლიციის უფროსის მოადგილის მანქანა მიცუბიშის დაეჯახა

მარტვილში, სოფელ ხუმწში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს მოხდა. ერთმანეთს მარტვილის პოლიციის უფროსის მოადგილის მართვის ქვეშ მყოფი „მიცუბიშის“ მარკის ავტომანქანა და „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია „მერსედესში“ მყოფი მგზავრი. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. „საქართველოს პროკურატურამ მარტვილის რაიონის სოფელ ხუმწში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 24 აპრილს მარტვილის რაიონის სოფელ […]

“მას დედამთილიც ავარიით დაეღუპა” – ყვარელში მარი ნერსეზაშვილია დაღუპული

"მას დედამთილიც ავარიით დაეღუპა" - ყვარელში მარი ნერსეზაშვილია დაღუპული

„ამ ოჯახის ქალები, სულ ავარიებით იღუპებიან, უმძიმესი ამბავია“,- ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიით 25 წლამდე ასაკის მარი ნერსეზაშვილი გარდაიცვალა. ნერსეზაშვილი ავტომანქანაში, მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. შემთხვევა სოფელ შილდასთან, ღვინის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ოჯახში, სადაც გარდაცვლილი იყო გათხოვილი, რამდენიმე წლის წინ, ავარიით კიდევ ერთი ქალი გარდაიცვალა. „მარის დედამთილი, ისიც ახალგაზრდა ქალი, რამდენიმე […]

ყვარელში ავარიაში 25 წლის ქალი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლამდე ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა გვიან ღამით სოფელ შილდასთან მოხდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, ბოძს შეეჯახა. შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, მისი შვილი და ქმარი კი მძიმედ დაშავდნენ. ორივე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. იპნ

თბილისში სანაპიროზე 3 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. შემთხვევა წუხელ, 15 აპრილს, მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.

გორში პოლიციის პიკაპი მანქანას დაეჯახა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორმა პირმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთ დაშავებულს სამედიცინო დახმარება ამბულატორიულად გაეწია, მეორე კი გორის სამხედრო ჰოსპიტალის სტაციონარშია მოთავსებული და მას ოპერაცია უტარდება. შემთხვევა ძმები რომელაშვილების ქუჩაზე მოხდა, ერთმანეთს პოლიციის პიკაპი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.