ჭდე: ავარია

რუსთავში მანქანა დაიწვა, მძღოლმა გადასვლა მოასწრო

რუსთავში მანქანა დაიწვა, მძღოლმა გადასვლა მოასწრო

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, რუსთავი გაჩიანის გზაზე, სასაფლაოებთან, “მერსედესის” მარკის ავტომობილი, ბეტონმზიდს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ბეტონმზიდი წყლის არხში გადავარდა, ხოლო მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა. მძღოლმა საბედნიეროდ დროულად მოახერხა მანქანიდან გადმოსვლა, ავტომობილი კი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა, ავტოსაგზაო […]

გორის ავტობანზე 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა – 1 გარდაიცვალა, 5 დაშავდა

გორის ავტობანზე 2 მანქანას ცეცხლი გაუჩნდა - 1 გარდაიცვალა, 5 დაშავდა

ავტობანის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გორისა და ქარელის საავადმოყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ერთი ქვეითია, ოთხი კი ავტომანქანების მგზავრი. შემთხვევა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გორი-ქარელის მონაკვეთზე ცოტა ხნის წინ მოხდა. შეჯახების შედეგად ორ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. პრაიმ ტაიმი

11 წლის ბიჭი ფოთში ავარიაში დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ფოთში, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 წლის ბიჭი ემსხვერპლა. შემთხვევა გურიის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოზარდს მანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე ველოსიპედით გადაადგილდებოდა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, 11 წლის მოზარდი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმებით მოათავსეს, მას რეანიმაციული ღონისძიებები ჩაუტარდა, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დათო ევგენიძე – “აღსარებიდან რომ წამოვედი, პირველი ავარია მაშინ მომივიდა”

დათო ევგენიძე - "აღსარებიდან რომ წამოვედი, პირველი ავარია მაშინ მომივიდა"

დათო ევგენიძე პასუხობს „სხვა კითხვებს“ იმის შესახებ, რატომ რცხვენია აღსარებაზე მისვლის: „პირველად რომ მივედი აღსარებაზე, მღვდელმა გამაჩერა და აღარ გინდა მეტიო, საკმარისიაო. ამოვიღე და ამოვიღე… ვხვდები შენს მდგომარეობასო. მე მგონი, პირველივე წინადადებაზე ისეთი ვუთხარი, რომ დაიღალა, მაგრამ მომისმინა, რა თქმა უნდა. სხვათა შორის, პირველი ავარია მაშინ მომივიდა, როდესაც აღსარებიდან წამოვედი. ეტყობა, გავთავისუფლდი, დაუცველი დავრჩი და […]

ჩაქვში 2 ადამიანი დაიწვა – სატვირთო მსუბუქ მანქანას შეეჯახა

ნაძალადევში სახლს ხანძარი გაუჩნდა

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, უკვე ორი ცხედარი დახვდა. ამასთან, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

თურქეთში ავარიაში მოყვა ქართველების მიკროავტობუსი – 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

თურქეთში ავარიაში მოყვა ქართველების მიკროავტობუსი - 1 ადამიანი დაიღუპა, 5 დაშავდა

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. “აჭარის მთავრობის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძის დავალებით ადგილზე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, გაემგზავრა”,- აცხადებენ უწყებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი ავარიის შესახებ, რომლის დროსაც […]

ბარსელონასთან 2 მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს

ბარსელონასთან 2 მატარებელი შეეჯახა ერთმანეთს

ესპანეთში, ბარსელონასთან ახლოს, სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამგზავრო მატარებლის მძღოლი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულია 85 ადამიანი, აქედან საჭირო გახდა 8-ის ჰოსპიტალიზაცია, დანარჩენს კი დახმარება ადგილზე გაუწიეს. ინციდენტი სანტ ბოი დე ლობრეგატის სადგურზე, ბარსელონადან დაახლოებით 14 კმ-ში მოხდა, სადაც სატვირთო მატარებელი რელსებიდან გადავიდა და სამგზავრო […]

ლანჩხუთში ავარიაში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა

ლანჩხუთში ავარიაში 24 წლის მამაკაცი დაიღუპა

ლანჩხუთში, სოფელ ჩიბათში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. სავარაუდოდ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, წვიმიანი ამინდის და სველი ასფალტის გამო, გზიდან გადავარდა და შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. საავტომობილო ავარია სოფელ ჩიბათში დღეს, 7 მაისს, დილით მოხდა. გურია ტვ

გურიაში 5 შვილის მამა დაიღუპა – მანქანა ტრაქტორს შეეჯახა

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

დღეს, 7 მაისს, ღამის 2 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სოფელ დვაბზუში. მსუბუქი ავტომობილი ტრაქტორს შეეჯახა, რომელიც გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს და უკვე თვეებია გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დგას. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა ხუთი შვილის მამა, რომელიც ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობს. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მამაკაცი ოზურგეთის კლინიკაში მრავლობითი ( თავის, გულ-მკერდისა და მუცლის არეში) დაზიანებით გადაიყვანეს. ჩაუტარდა სასწრაფო […]

წყნეთში ავტობუსი მანქანას დაეჯახა – 1 ადამიანი დაიღუპა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წყნეთი-თბილისის გზაზე, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.