ჭდე: ჩხოროწყუ

დააკავეს 66 წლის პედაგოგი ა.კ., რომელსაც 15 წლის გოგონა გარყვნილ ქმედებას აბრალებს

დააკავეს 66 წლის პედაგოგი ა.კ., რომელსაც 15 წლის გოგონა გარყვნილ ქმედებას აბრალებს

66 წლის პედაგოგი, რომელსაც 15 წლის მოზარდი გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, სამართალდამცავებმა დააკავეს. როგორც ,,ნიუპოსტს“ შს სამინისტროდან აცნობეს, მამაკაცი სსკ-ის 141 ნუხლის პირველი ნაწილითაა დაკავეული და მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული […]

ჩხოროწყუში 70 წლის მასწავლებელს მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუში 70 წლის მასწავლებელს მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების ყოფილ პედაგოგს, 70 წლის კაცს ამავე სკოლის ქალთა გუნდის მოსწავლე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. როგორც სპორტსკოლის ხელმძღვანელი რამაზ კოხია imedinews-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებს, ამ თემასთან დაკავშირებით, მისთვის კონკრეტული დეტალები უცნობია. რაც შეეხება პედაგოგს, მან პოსტი გასულ კვირას საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო […]

ჩხოროწყუში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას ინფორმაციით, კაცს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს. მისივე თქმით, დაჭრილი ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ჩხოროწყუში მანქანა ხრამში გადავარდა – ერთი ძმა დაიღუპა, მეორე გადარჩა

ჩხოროწყუში მანქანა ხრამში გადავარდა - ერთი ძმა დაიღუპა, მეორე გადარჩა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა. ავტომობილში ძმები ისხდნენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე კი ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტრში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის […]

ჩხოროწყუში წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა – ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა

ჩხოროწყუში წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა - ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, კუხალაშვილების ისტორიულ ოდაში, მსოფლიოში ყველაზე გრძელი და წელვადი ელარჯის ეროვნული რეკორდი დამყარდა. ელარჯის სიგრძემ 14 მეტრი და 80 სანტიმეტრი შეადგინა, მისი საერთო ფართობი კი 5.18 კვადრატული მეტრი იყო. გიგანტური ელარჯის მომზადებას 75 კილოგრამი ყველი დასჭირდა. ელარჯის რეკორდის შედეგი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. კუხალეიშვილების ეზოში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები, აქ მოსულ ტურისტებს სხვადასხვა […]

6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს

6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს ჩხოროწყუს რაიონში არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 30 წლის მამაკაცი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საქმე სსკ-ის 141-ე მუხლითაა აღძრული და ბავშვი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. შემთხვევა ჩხოროწყუს რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მამაკაცი 6 წლის გოგონას ჩვენების საფუძველზე დააკავეს.