ჩხოროწყუში მანქანა ხრამში გადავარდა – ერთი ძმა დაიღუპა, მეორე გადარჩა

ჩხოროწყუში მანქანა ხრამში გადავარდა - ერთი ძმა დაიღუპა, მეორე გადარჩაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ჩხოროწყუ-მუხურის გზაზე, ლეგახარიეს მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილი მოსრიალდა, ბორდიურს შეეჯახა და ხრამში გადავარდა.
ავტომობილში ძმები ისხდნენ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. მეორე კი ჩხოროწყუს საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტრში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.