ჭდე: ჩხოროწყუ

ჩხოროწყუში მამის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს

ჩხოროწყუში მამის მკვლელობისთვის შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული კ.წ. დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეწურწუმეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების […]

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა – ვ.ა. დააკავეს – ვიდეო

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი და საკუთარი და დაჭრა - ვ.ა. დააკავეს - ვიდეო

ჩხოროწყუში მამაკაცმა მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დაზიანება საკუთარ დას მიაყენა. აღდგომის საღამოს, სავარაუდოდ, ურთიერდაპირისპირების შედეგად ძმამ ცივი იარაღით ჯერ მეზობელი დაჭრა, შემდეგ კი დას მიაყენა დაზიანება. დაჭრილი მამაკაცი ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი და მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს […]

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას 

ჩხოროწყუ, წალენჯიხა და ზუგდიდი შესაძლოა ეპიდემიამ მოიცვას 

სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. საქართველოში COVID 19–ით ახალგაზრდა დაინფიცირდა. ეპიდემიოლოგები ახლა მის კონტაქტებს არამარტო თბილისში, არამედ სამეგრელოშიც ეძებენ, რადგან როგორც გაირკვა, მამაკაცს ამეგრელოში ათეულობით პირთან ჰქონდა კონტაქტი.სპორტსმენთან კონტაქტში მყოფ ორსულს ტემპერატურა აღენიშნება. ქალი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურები საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა მასთან ამ დრომდე არავინ მისულა. მამაკაცი სამეგრელოში 27 მარტს ჩავიდა, და ჩხოროწყუში, […]

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუში მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 40 წლამდე მამაკაცს მანქანაში ხელყუმბარა  აუფეთქდა. „ გაუვარდა თუ თვითონ ააფეთქა ეს გამოძიების დასადგენია, ასევე გასარკვევია თუ რა სახის ნივთიერება იყო, რაც აფეთქდა, ამ წუთებში ის ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება“, – უთხრა „ლაივპრესს“ დათო გოგუამ. მისივე თქმით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს ფეხის არეში. ლაივპრესი

ჩხოროწყუში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჩხოროწყუში ერთი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1999 წელს დაბადებული მ.შ, რომელიც მომხდარშია ბრალდებული, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა დაჭრილი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მალევე დააკავეს. მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა 30 მაისს მოხდა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით. დანაშაული […]

ჩხოროწყუში ხობელი ქალი ფეხბურთელები ცემეს

ჩხოროწყუში ხობელი ქალი ფეხბურთელები ცემეს

ჩხოროწყუს საფეხბურთო სტადიონზე გამართული მატჩი  ხობის „კოლხეთსა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ შორის ინციდენტით დასრულდა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ხობის ქალთა ფეხბურთის კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ლატარიამ განუცხადა. “როგორც კი ჩვენი ქალთა გუნდი ჩავიდა ჩხოროწყუში სათამაშოდ,ერთგვარი მობილიზება შეინიშნებოდა, თითქოს „მტრები“ ჩავედით იქ. მსაჯიდან დაწყებული იყო აგრესია ჩვენი გოგონების მიმართ. პირველი ტაიმის დასასრულს გასახდელში დაიწყო საშინელი ხმაური და წივილ-კივილი. იმათი მწვრთნელი იძახდა თქვენმა გოგონებმა […]

ჩხოროწყუში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

ჩხოროწყუში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა

ჩხოროწყუში სამშობიარო სახლის დახურვის გამო, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა. ჩხოროწყუს სამშობიაროს ლიცენზია ამორტიზირებული შენობის გამო გაუუქმდა. ახალი საავადმყოფოს პროექტი არსებობს, თუმცა, სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. პაციენტებს სამედიცინო დახმარების მიღება სენაკში ან ზუგდიდში უწევთ. დღეს სამშობიარო ტკივილების დაწყების შემდეგ მშობიარემ სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა, სამედიცინო ბრიგადამ კლინიკამდე პაციენტის მიყვანა ვეღარ მოასწრო და მშობიარობა ავტომობილში მიიღო. […]

ჩხოროწყუში 2 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა – დაიღუპა 35 წლის მამაკაცი

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლეგახარეში ავტოსაგზაო შემთხვევას 35 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ჩხოროწყუში ხანძარს 1 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ხანძრის გამო ისევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევა სოფელ კირცხში მოხდა. ცეცხლი სახლში გაჩნდა, სადაც 80 წლის კაცი იმყოფებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. იმედინიუსი

ჩხოროწყუში ბოლო ზარი სატვირთო მანქანაზე აღნიშნეს

ჩხოროწყუში ბოლო ზარი სატვირთო მანქანაზე აღნიშნეს

საქართველოში სკოლის დამთავრების აღნიშვნა უმეტესად მსუბუქი ავტომანქანების კოლონასთან და საყვირის ხმებთან ასოცირდება, ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა კი ბოლო ზარი სატვირთო მანქანით აღნიშნეს. ახალგაზრდებმა სატვირთო ბუშტებით მორთეს, ძარაზე ავიდნენ და ჩხოროწყუს – მუხურის გზაზე გაისეირნეს. „გვინდოდა, რომ ჩვენი ბოლო ზარი ყოფილიყო არა რაღაც გრანდიოზული, არამედ ორიგინალური და სახალისო. 14 ვიყავით კლასში. ბევრი ვიფიქრეთ, […]