ჩხოროწყუში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა

ჩხოროწყუში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრაჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში კაცმა შვილი ნაჯახით მოკლა, ცოლი კი დაჭრა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას ინფორმაციით, კაცს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, დაჭრილი ზუგდიდის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სს კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.