ჭდე: დაყაჩაღება

ქუთაისში კაი მარკეტი დააყაჩაღეს

ქუთაისში კაი მარკეტი დააყაჩაღეს

ქუთაისში აღმაშენებელი-ნინოშვილის კვეთაზე მაღაზია “კაი მარკეტი” დააყაჩაღეს. კომენდანტის საათის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, მაღაზიაში უცნობი პირები დანით შევიდნენ და მუქარით თანამშრომლებს 1.000 ლარი წაართვეს. “მთავარი” დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ვაჟა-ფშაველაზე სპარის მაღაზიიდან 1.375 ლარი გაიტაცეს – დაკავებულია 3 პირი

ვაჟა-ფშაველაზე სპარის მაღაზიიდან 1.375 ლარი გაიტაცეს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე […]

ყვარელში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს

ყვარელში 73 წლის ქალი დააყაჩაღეს

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ცივი იარაღით შეიარაღებული 20 წლამდე ახალგაზრდა სასურსათო მაღაზიაში შეიჭრა და 73 წლის ქალს რამდენიმე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ნოვრუზ აკოფაშვილის კომერციული ფართიდან 1.500 ლარი და ძვირფასეულობა წაიღო. ქალი, მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე სამართალდამცველებმა […]

ვარკეთილში ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” დააყაჩაღეს

ვარკეთილში ტოტალიზატორი "ლიდერბეთი" დააყაჩაღეს

ვარკეთილში ტოტალიზატორი “ლიდერბეთი” დააყაჩაღეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე მისულ თანამშრომლებს ტოტალიზატორის შენობა დაზიანებული დახვდათ. პოლიციას ამ დრომდე არ ჰყავს იდენტიფიცირებული სავარაუდო დამნაშავე. “მთავარის” ინფორმაციით კი თავდასხმაში ორი პირი მონაწილეობდა. შსს-მ გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ყაჩაღობას გულისხმობს.

“საქართველოს ბანკის” დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

"საქართველოს ბანკის" დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს

„საქართველოს ბანკის“ დიღმის ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან გარკვეული რაოდენობის თანხის წაღება შეძლეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის გ ქვეპუნქტით დაიწყო. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ხაშურში გალფის ბენზინის სადგური დააყაჩაღეს – დაკავებულია 2 პირი

მცხეთაში 28 წლის კაცმა საკუთარი მამა და პაპა მოკლა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს. თავდასხმა 23 ნოემბერს გვიან ღამით ,,გალფის“ ბენზინგასამართ სადგურზე მოხდა. შენობაში ორი პირი თანხის მითვისების მიზნით შეიჭრა და მუქარის გამოყენებით ცდილობდა სხვისი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მითვისებას. პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების […]

რუსთავში აჭარა ფეიდან 35.000 ლარი გაიტაცეს – დაკავებულია 2 პირი

რუსთავში აჭარა ფეიდან 35.000 ლარი გაიტაცეს - დაკავებულია 2 პირი

რუსთავში კომპანია „აჭარა ფეის“ ფილიალზე თავდასხმისთვის ჯგუფურად ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულებმა იარაღის გამოყენების მუქარით 35.500 ლარი გაიტაცეს, თუმცა, პოლიციამ ისინი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს […]

“ნიღაბი ეკეთა და საკანცელარიო დანა ეჭირა” – ქუთაისში “ფემილიდან” 1000 ლარი წაიღეს

"ნიღაბი ეკეთა და საკანცელარიო დანა ეჭირა" - ქუთაისში "ფემილიდან" 1000 ლარი წაიღეს

გასულ ღამეს ქუთაისში სუპერმარკეტ “ფემილის” ფილიალი დააყაჩაღეს. მარკეტის თანამშრომლების ინფორმაციით, გვიან ღამით ნიღბიანმა პირმა საკანცელარიო დანის მუქარით თანხა მოითხოვა. მათივე თქმით, დაუდგენელმა პირმა ათას ლარამდე თანხის წაღება მოახერხა. შემთხვევის დროს მარკეტში სამი თანამშრომელი იყო, მათ დაცვა გამოიძახეს, თუმცა, მძარცველმა გაქცევა მოახერხა. ადგილზე იმყოფებიდნენ სამართალდამცველები. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. რუსთავი 2

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში წუხელ ღამით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს. “კურიერის” ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები. სახლში ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. რუსთავი 2

თბილისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის დაყაჩაღებისთვის ირანის მოქალაქე ჰ.მ. დააკავეს – ვიდეო

თბილისში სავალუტო ჯიხურის თანამშრომლის დაყაჩაღებისთვის ირანის მოქალაქე ჰ.მ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, თანამზრახველთან ერთად, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის […]