ჭდე: დაყაჩაღება

თბილისში 5-მა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ამაღლების ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღა

თბილისში 5-მა შეიარაღებულმა ნიღბიანმა ამაღლების ქუჩაზე ოჯახი დააყაჩაღა

თბილისში 5-მა შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ამაღლების ქუჩაზე მცხოვრები ოჯახი დააყაჩაღა. ინფორმაციას ტელეკომპანია “მაესტრო” ავრცელებს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში მყოფები გაკოჭეს, დიდი ოდენობით თანხა და ძვირფასეულობა კი დაყაჩაღებული ოჯახის კუთვნილი ავტომობილით წაიღეს. კერძოდ, საუბარია 60.000 ლარის ღირებულების ძვირფასეულობასა და ნაღდი ფულის სახით 20.000 ლარზე. არსებული ინფორმაციით, მოპარული ავტომობილი ნაპოვნია, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე […]

თბილისში, საბჭოს მოედანზე, „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

თბილისში, საბჭოს მოედანზე, „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი“ დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქათველოს ბანკის“ პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა დაშავებული არავინ არის. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ცოტნე დადიანის ქუჩაზე “ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ცოტნე დადიანის ქუჩაზე “ავერსის” აფთიაქი დააყაჩაღეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდესის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული რაოდენობის თანხა.

ლიბერთი ბანკის ძარცვისთვის 19-20 წლის ნიკოლოზ ჯანიაშვილი, გურამ ხვადაგიანი და ამირან ლაკვახელიანი დააკავეს

ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს - დაჭრილია 2 ადამიანი - ვიდეო

ვარკეთილში გუშინ „ლიბერთი ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მომხდარი ყაჩაღობისას ორი პირი დაშავდა, მათი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში გახდა საჭირო. დაკავების შესახებ შს სამინისტროში გამართული ბრიფინგის შედეგად გახდა ცნობილი. “მიმდინარე წლის 19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. […]

ლიბერთი ბანკი ვარკეთილში ცრემლდენი გაზით დააყაჩაღეს – ვიდეო

ლიბერთი ბანკი ვარკეთილში ცრემლდენი გაზით დააყაჩაღეს - ვიდეო

ვარკეთილში მდებარე „ლიბერთი ბანკის“ თანამშრომლები და კლიენტები შეიარაღებული თავდამსხმელების ტყვეობაში აღმოჩდნენ. კადრებში, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, ჩანს რამდენად კარგად იყვნენ მომზადებული ყაჩაღები. სამი შეირაღებული თავდამსხმელი „ლიბერთი ბანკში“ 11:03 წუთზე შეიჭრა. დამნაშავეების დაჯგუფებას ნიღბები და სპეცტანსაცმელი ეცვათ. მათ შენობაში შესვლისთანავე ცრემლსადენი კვამლი გაუშვეს, რამაც ხილვადობა გაართულა. ამის შემდეგ კი პენსიის ასაღებად მისულ მოქალაქეების ნაწილს ცეცხლსასროლი იარაღი დაადეს  […]

”ვიკივლეო და კივილზე წავიდაო” – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა

”ვიკივლეო და კივილზე წავიდაო” - ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა

ყაჩაღობის მორიგი შემთხვევა – ბათუმში ნიღბიანი პირი ლომბარდში შეიჭრა და  თანხის გამოძალვა სცადა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. ნიღბიანი ხალხმრავალ ლომბარდში დღის ორ საათზე შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მოლარე-ოპერატორი დახმარებას ითხოვდა. ამ წუთებში მოლარე-ოპერატორი სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს. „აფარებული ჰქონდა სახეზეო. თანხა არ წაუღიაო. ვიკივლეო და კივილზე წავიდაო, ასე თქვა ლომბარდის თანამშრომელმა,“ – აღნიშნა ადგილობრივმა მცხოვრებმა. დაყაჩაღებული […]

ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს – დაჭრილია 2 ადამიანი – ვიდეო

ვარკეთილში ლიბერთი ბანკი დააყაჩაღეს - დაჭრილია 2 ადამიანი - ვიდეო

თბილისში, ვარკეთილში “ლიბერთი ბანკი” დააყაჩაღეს. “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანია. შემთხვევა ცოტა ხნის წინ სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალში მოხდა. უცნობია შეძლეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. შინაგან საქმეთა […]

ლიბერთის დაყაჩაღებისთვის პოლიციელი ომარ ხუხუაა დაკავებული

100.000 ლარია გატაცებული ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციაზე თავდასხმისას

„ნიუპოსტისთვის“ ცნობილი გახდა, რომ ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულია ომარ ხუხუა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა მეორე სამმართველოს მოქმედი თანამშრომელია. როგორც “ნიუპოსტს” სანდო წყარო უყვება, 55 წლის ხუხუა აფხაზეთიდან დევნილია და ზუგდიდში ცხოვრობს. შს სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის დაკავების ფაქტი შს სამინისტროში “ნიუპოსტს” ოფიცილაურად დაუდასტურეს: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორების დაყაჩაღების ფაქტზე დაკავებულთა შორის ერთ-ერთი […]

თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ კიდევ ერთი ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ყაზბეგის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალიც დააყაჩაღეს.

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში მაღაზია დააყაჩაღეს

რუსთავში, რუსთაველის ქუჩა #18-ში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. მაღაზიის მეპატრონის განცხადებით, 25-დან 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მამაკაცი, მაღაზიაში ცივი იარაღითა და ხელჯოხით შევიდა და თანხის მიცემა მოითხოვა. მაღაზიის მეპატრონეს წინააღმდეგობა არ გაუწევია და თანხა მისცა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი. როგორც დაზარალებული აცხადებს, ამ წუთებში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი