ჭდე: დაყაჩაღება

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო მირზოიანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი სერგო მირზოიანი გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი თბილისში გაკოჭეს, სცემეს და დააყაჩაღეს მის საკუთარ სახლში. შემთხვევა გამთენიისას გორგასლის ქუჩაზე მოხდა. ბინიდან წაღებულია რამდენიმე თვის მოგროვილი პენსია და საოჯახო ნივთები. ამ დროს სახლში მხოლოდ 90 წლამდე ასაკის მოხუცი იმყოფებოდა. მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, მათ ბინაში შესასვლელად კარი შეამტვრიეს და სერგო მირზოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. ადგილზე […]

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს – გატაცებულია 50.000 ლარი

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს - გატაცებულია 50.000 ლარი

ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში თხილის ქარხანა “თურალ გრუპი” დააყაჩაღეს. ქარხნის მენეჯერის მაია მიქავას ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი შენობაში იარაღის მუქარით შეიჭრა. მისივე ინფორმაციით, წაღებულია 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ერთ-ერთი თანამშრომელი. “ჩემმა თანამშრომლებმა მითხრეს, რომ მოულოდნელად შემოვარდნენ ყვირილით, ძირს დააწვინეს ერთ-ერთი თანამშრომელი და იარაღი ჩაარტყეს თავში. ის ახლა საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აღნიშნა მაია მიქავამ. ზუგდიდის რეფერალური […]

ვაზისუბანში საქართველოს ბანკი 4-მა ნიღბიანმა დააყაჩაღა

ვაზისუბანში საქართველოს ბანკი 4-მა ნიღბიანმა დააყაჩაღა

თავდასხმა საქართველოს ბანკზე – დააყაჩაღეს ვაზისუბნის ექსპრესფილიალი. 4 ნიღბიანი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ფული უნდა წაეღოთ. დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავეს

ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებისთვის 1 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ყაჩაღობაზე ბრალდებული პირი დააკავეს. 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ცხელ კვალზე ამბროლაურში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული […]

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, “ლიბერთი” ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, "ლიბერთი" ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

“ლიბერთი” ბანკის ფილიალზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა. რამდენიმე წუთის წინ ნუცუბიძის პლატოზე მდებარე ფილიალი დააყაჩაღეს. ჟღენტის ქუჩაზე ყაჩაღობა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა, ამ დროისთვის დაუდგენელმა პირებმა ლიბერთი ბანკიდან თანხის წაღება სცადეს.  ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ იმის დასადგენად, თუ  რა რაოდენობის თანხაა წაღებული. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მომხდარის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, ბანკის თანამშრომლები და თვითმხილველები. ადგილზე მობილიზებული […]

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს – ”მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში, „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა”

ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს - ”მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში, „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა”

ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ოქროულობის მაღაზია დააყაჩაღეს. წაღებულია ერთი მოვაჭრის საქონელი. თუ რა ოდენობის ოქროა წაღებული, ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მიერ, უცნობია. ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში მუქარის გარეშე და დიდი ოდენობით ე.წ. „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის […]

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა – ვიდეო

რუსთავში 50 წლის მამაკაცმა საქართველოს ბანკის დაყაჩაღება სცადა - ვიდეო

ცოტა ხნის წინ რუსთავში მეგობრობის გამზირზე საქართველოს ბანკის ექსპრეს ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. 50 წლამდე მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხა მოითხოვა. არსებული ინფორმაციით ბანკის დაცვამ დროულად მოახერხა რეაგირება. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. მამაკაცის დაკავება დროულად მოხერხდა. ინფორუსთავი

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს – მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდა

საქართველოს ბანკი ისევ დააყაჩაღეს - მიცკევიჩის ქუჩაზე სროლა ატყდა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ექსპრესბანკის ფილიალი დააყაჩაღეს. დამნაშავე ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა, ისმოდა სროლის ხმაც. თავდამსხმელი თანხას ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე დაკავებულია. თავდასხმის შემეგად ბანკის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუძლოდ გახდა, რომელსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აუცილებელი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით მიმდინარეობს – 179-ე, […]

„საქართველოს ბანკის“ ფილიალი ამჯერად ისანი-სამგორის რაიონში დააყაჩაღეს

„საქართველოს ბანკის“ ფილიალი ამჯერად ისანი-სამგორის რაიონში დააყაჩაღეს

თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, ქინძმარაულის შესახვევში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. გუშინ საქართველოს ბანკის ფილიალი წერეთლის გამზირზე დააყაჩაღეს. ამ თვეში საქართველოს ბანკის დაყაჩაღების უკვე მეოთხე შემთხვევაა. პირველი

წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს – 12 სექტემბერს აქ თავი მოიკლა ბანკზე თავდამსხმელმა

წერეთლის გამზირზე "საქართველოს ბანკის" ოფისი დააყაჩაღეს - 12 სექტემბერს აქ თავი მოიკლა ბანკზე თავდამსხმელმა

თბილისში, წერეთლის გამზირზე “საქართველოს ბანკის” ოფისი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, ბანკში ნიღბიანი შეიჭრა, რომელსაც იარაღი ჰქონდა. წაღებულია თანხა, თუმცა არ კონკრეტდება, რა ოდენობის. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ყაჩაღობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ბანკის ამ ფილიალში მოიკლა თავდამსხმელმა თავი 12 სექტემბერს. 12 სექტემბერს, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე “საქართველოს ბანკის” ფილიალში […]