ზუგდიდში ოქროს ბირჟა დააყაჩაღეს – ”მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში, „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა”

ზუგდიდში რამდენიმე წუთის წინ ოქროულობის მაღაზია დააყაჩაღეს. წაღებულია ერთი მოვაჭრის საქონელი. თუ რა ოდენობის ოქროა წაღებული, ჯერჯერობით დაუდგენელი პირის მიერ, უცნობია.

ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ მამაკაცი შემოვიდა მაღაზიაში მუქარის გარეშე და დიდი ოდენობით ე.წ. „გუპკაზე“ დამაგრებული ძვირფასეულობა აიღო და გაიქცა.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

ძარცვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შსს-ში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე, ძარცვის მუხლით მიმდინარეობს.

„მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – გვითხრეს შსს-ში.

ლაივპრესი