ვაზისუბანში საქართველოს ბანკი 4-მა ნიღბიანმა დააყაჩაღა

ვაზისუბანში საქართველოს ბანკი 4-მა ნიღბიანმა დააყაჩაღათავდასხმა საქართველოს ბანკზე – დააყაჩაღეს ვაზისუბნის ექსპრესფილიალი.

4 ნიღბიანი ბანკის შენობაში სამუშაო საათების დასრულების წინ შეიჭრა, როდესაც ინკასაციის მანქანებს ფული უნდა წაეღოთ.

დაშავებულია ბანკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.