ჭდე: გამოძიება

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის, ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების საქმეზე გამოძიება დაიწყო

სუსი - "ადვოკატმა რამაზ რ.-მ ირანელს საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად 10.000 დოლარი მოსთხოვა"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია არნიშნული, არსებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში არსებობენ პირთა ჯგუფები და რიგი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში ეთნიკურ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის შუღლის გაღვივებას. „აღნიშნული პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა […]

სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

სანდრო ბრეგაძე - "კობახიძის კლანი ივანიშვილის ჩამოგდებას აპირებს"

სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველზე ზემოქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა “ქართული მარშის” ლიდერის – სანდრო ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის […]

შსს-მ ”ოცნების” დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმეზე გამოძიება 3 მუხლით დაიწყო

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხნენ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისმობს, ასევე 138-ე მუხლით, […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – ”მივესალმებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას”

სალომე ზურაბიშვილი - "საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზა საჭირო არ არის - ამით რუსეთს გავაღიზიანებთ"

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზეგენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების ფონზე, პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა. „მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. ისეთ დროს, როცა არ წყდება […]

პროკურატურამ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, – ნათქვამია პროკურატურის […]

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე შეიძლება გამოძიება დაიწყოს – “შევისწავლით ფაქტებს”

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

გენერალური პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პარტია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ითხოვს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს. მათივე განმარტებით, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს. შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე. კერძოდ, […]

ბიძინა გეგიძე – “სუს-ის გამოძიება ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება”

ბიძინა გეგიძე - ”გახარიას ადგილზე გადავდგებოდი”

აბსოლუტურად ლოგიკურია ვთქვათ, რომ ეს გამოძიება უკავშირდებოდეს ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ 2018 წლის აგვისტოში დაწყებულ საქმეზე მის გამოკითხვაზე დაბარებას. მისივე თქმით, გამოძიების ფარგლებში სააგენტო მის „საქართველოს ფოსტაში“ მუშაობის პერიოდს იკვლევს, სადაც გეგიძე დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. ამასთან, გამოძიების დაწყების მიზეზებზე საუბრისას, […]

გახარიამ ვასაძეზე გამოძიება დაიწყო

გახარიამ ვასაძეზე გამოძიება დაიწყო

ლევან ვასაძის განცხადებაზე, რომ ის დაჯგუფებებს შექმნის და დაუპირისპირდება ყველას, ვინც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია ან მათ უფლებებს იცავსმ შს სამინისტრო გამოძიებას იწყებს. როგორც უწყებაში აცხადებენ,  უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების  ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის  სამართლის კოდექსის  223-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დაუშვებელია კანონიერი სახელმწიფო სტრუქტურების შემცვლელი ნებისმიერი წარმონაქმნის შექმნა, მისი […]

„ჩათლახბარათის“ ავტორი კომპანიის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ჩათლახბარათის“ ავტორი კომპანიის წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროტიკული მასაჟის ცენტრთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრლური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვის მიზნით დაბარებული არიან ე.წ. “მასაჟის ცენტრის” მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით, სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული კომპანიის სარეკლამო ბანერები, წარწერით “ჩათლახბარათი” თბილისის ქუჩებში რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა. გარდა ამისა, კომპანია სოციალურ […]

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა

ელმავალმშენებელი ქარხნის მუშები ხელფასის გადახდას ითხოვენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სს “ელმავალმშენებელის” ხელმძღვანელი პირების მხრიდან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების შესაძლო გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო. “გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის “დ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე […]